მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანტიკორუფციულმა სააგენტომ 9 რეგიონში 28 პირი დააკავა და მისცა პასუხისგებაში - რა საქმეებზეა საუბარი?
ანტიკორუფციულმა სააგენტომ 9 რეგიონში 28 პირი დააკავა და მისცა პასუხისგებაში - რა საქმეებზეა საუბარი?

ანტიკორუფციულმა სააგენტომ 9 რეგიონში 28 პირი დააკავა და მისცა პასუხისგებაში - რა საქმეებზეა საუბარი?

BM.GE14 ივლისი, 2026, 11:28|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სუს-ის ინფორმაციით, საქმეები ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება, კომერციული მოსყიდვა, სახელმწიფო თანხებისა და მიწების თაღლითურად დაუფლება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებით, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

გთავაზობთ იმ ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალს, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს:

1. სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების დროს თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11-ს ბრალდება წარედგინა.

გამოძიების მიხედვით, წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, კერძო კომპანიების მიერ გზის, სასმელი წყლის ქსელისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციისას, დოკუმენტების გაყალბებით ათიათასობით ლარი მიითვისეს.

საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეპიზოდი. ბრალდებულების ნაწილმა, თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის, განსხვავებული მარკისა და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები და სააღდგომო სურსათი მიაწოდა.

უკანონო ქმედებებით სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ზიანი მიადგა.

2. მიწების უკანონო მითვისება თვითმმართველობების დახმარებით

სახელმწიფო მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა 7 პირს (სამ საქმეზე).

გამოძიებით დგინდება, რომ დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და ყალბი დოკუმენტებით, ხელი შეუწყეს კერძო პირებს, რომ თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ, ჯამში, 91 564 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს. მიყენებულმა ზარალმა 397 804 ლარი შეადგინა.

3. ქრთამის აღება მფარველობისა და მუხის უკანონო მოჭრისთვის

ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიების მიხედვით, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა ქრთამი აიღეს შემდეგი დაპირებების სანაცვლოდ:

• სახელმწიფო მიწაზე მოძრავი საცალო სავაჭრო ობიექტის (ე.წ. დრაივის) განთავსება და შემდგომი მფარველობა; • მიწის ნაკვეთის გადაცემა საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად; • კანონით აკრძალული მუხის ხის მოჭრა და სატყეო უბნიდან უპრობლემოდ გამოტანა.

4. ყალბი მართვის მოწმობები, პასპორტები და დიპლომები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ფულის სანაცვლოდ ამზადებდნენ და ასაღებდნენ: ყალბ მართვის მოწმობებს, საქართველოს მოქალაქის პასპორტებს, ერთ-ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის ყალბ დიპლომებს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის: თაღლითობის (მუხლი 180), კომერციული მოსყიდვის (მუხლი 221), სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (მუხლი 332), ქრთამის აღების (მუხლი 338), სამსახურებრივი სიყალბისა (მუხლი 341) და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების (მუხლი 362) მუხლებით. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, რომ მუშაობას აგრძელებს კორუფციული რისკების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს - კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

გაფრთხილების მიუხედავად, მოვაჭრეებმა დემონტაჟი თავად არ განახორციელეს - კალაძე სადგურის მოედნის გაწმენდაზე

BM.GE

საინვესტიციო პრიორიტეტები უცვლელია - რა სექტორებზე აგრძელებს მუშაობას რეორგანიზებული სააგენტო?

საინვესტიციო პრიორიტეტები უცვლელია - რა სექტორებზე აგრძელებს მუშაობას რეორგანიზებული სააგენტო?

BM.GE

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადასაყენებლად საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადასაყენებლად საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა

BM.GE

საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას

საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას

BM.GE