მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?
ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE28 აგვისტო, 2026, 16:20|bm.ge

27 აგვისტოს იმერეთის მხარეში მოსული ძლიერმა წვიმამ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა და მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა.

გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაციისთვის BM.GE-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ სვირში დაზიანდა შიდა საუბნო გზები და მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე სვირში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.უხვი ნალექის შედეგად, სოფლის საუბნო გზებზე, დიდი რაოდენობით ქვიშა- ღორღი ჩამოვიდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა საგზაო ბოგირები. მოსახლეობას დაუზიანდა სახნავ - სათესი სავარგულები.

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შეტყობინების მიღებისთანავე აქტიურად ახორციელებენ, გზების გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებს“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე. "პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგის ქვეშაა და სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სტიქიის შედეგები სრულად არ აღმოიფხვრება", - აცხადებენ მერიაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელმა უხვმა ნალექმა დააზარალა ბაღდათის რაიონის სოფლებიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს - აეროპორტების გაერთიანება

თელავის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს - აეროპორტების გაერთიანება

BM.GE

შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანია

შვეიცარიის ახალი ელჩი საქართველოში ფაბიენ ვასერმანია

BM.GE

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE