მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან
Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

Apple და LG სახლის ჭვკიან მოწყობილობებს ერთად შექმნიან

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 04:43|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა სახლის ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე პოზიციების გასაძლიერებლად სამხრეთკორეულ კომპანია LG Electronics-თან პარტნიორობა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, მხარეები კარზე მისამაგრებელ ვიდეო კამერებს, ჭკვიან თერმომეტრებს, საკეტებსა და უსაფრთხოების კამერებს ერთობლივად შექმნიან. Bloomberg-ის ცნობით, ახალი ტექნიკური ხაზი მიზნად ჭკვიანი სახლის ერთიან ეკოსისტემაში მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდას ისახავს.

შეთანხმების მიხედვით, Apple-ი მოწყობილობების დიზაინსა და საინჟინრო მხარეზე პასუხისმგებლობას აიღებს, LG Electronics-ი კი წარმოებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეული გიგანტი ამ პროდუქციას საკუთარი ბრენდის სახელით გაყიდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსგავსი სტრატეგია Apple-სთვის ახალი არ არის. კომპანია თანამშრომლობის ანალოგიურ მოდელს წლების განმავლობაში Belkin-თან და Logitech-თანაც წარმატებით იყენებდა. ეს მიდგომა კორპორაციას საკუთარი პლატფორმის ირგვლივ ეკოსისტემის პირდაპირი საწარმოო ხარჯების გარეშე გაფართოების საშუალებას აძლევს. ამას გარდა, გარე პარტნიორების რესურსების გამოყენება ბაზარზე ახალი პროდუქტების სწრაფ ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ცნობისთვის, Apple-მა ჭკვიანი სახლის პლატფორმა HomeKit-ი პირველად 2014 წელს შექმნა, თუმცა სისტემა Amazon-ისა და Google-ის პროდუქტებთან კონკურენციის გაწევას გლობალურ ბაზარზე ჯერ ვერ ახერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • თურქეთის მოქალაქის სახლი მოტყუებით გადაიფორმა - ქუთაისში თაღლითობისთვის 1 პირი დააკავესფორმულა
  • თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდება - მედიატვ პირველი
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
  • კულტურის სახლი, რომელმაც სოფელ მარნის კულტურული აღმავლობის წლებიც გამოიარა და პერიოდიც, როცა მხოლოდ დაზიანებული კედლები იყო დარჩენილი - შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავსრუსთავი 2
სახლში →

მსგავსი სტატიები

თურქეთი Starlink-ის კონკურენტს ქმნის?

თურქეთი Starlink-ის კონკურენტს ქმნის?

BM.GE

რამდენს დახარჯავს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე?

რამდენს დახარჯავს მთავრობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებაზე?

BM.GE

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

BM.GE

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

BM.GE