მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-მა iPhone 18 Pro და AirPods 5 წარადგინა
Apple-მა iPhone 18 Pro და AirPods 5 წარადგინა

Apple-მა iPhone 18 Pro და AirPods 5 წარადგინა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 01:52|bm.ge

Apple-მა შემოდგომის მთავარ პრეზენტაციაზე ახალი ფლაგმანური სმარტფონები, iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max წარადგინა. როგორც ირკვევა, კომპონენტების გლობალური დეფიციტის ფონზე, კომპანიამ მოწყობილობების საწყისი ფასი $100-ით გაზარდა. შესაბამისად, საბაზისო iPhone 18 Pro-ს საწყისი ღირებულება $1199-ით, ხოლო შედარებით დიდი Pro Max ვერსიის ფასი $1299-ით განისაზღვრა.

მომხმარებლებისთვის წინასწარი შეკვეთების მიღება შაბათს გაიხსნება, ოფიციალურ მაღაზიებში კი ახალი სმარტფონები 18 სექტემბრიდან გამოჩნდება. ტექნოლოგიური გიგანტის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ტერნუსმა დამსწრე საზოგადოებას მოდელები 4 ფერში, ნაცრისფერ, შავ და 2 ახალ ფერში, ცისფერსა და შინდისფერში წარუდგინა.

ახალი სმარტფონები ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მოწყობილობამ მიიღო TSMC-ის უახლესი 2-ნანომეტრიანი პროცესორი - A20 Pro, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ოპერაციების შესრულებას მნიშვნელოვნად აჩქარებს.

ამას გარდა, Apple-მა კამერაში პირველად გამოიყენა მექანიკური ჩამკეტის სისტემა, რომელიც ადამიანის თმაზე თხელი ექვსი ლაზერული ფირფიტისგან შედგება. ეს მექანიზმი მომხმარებელს ველის სიღრმის, ფოკუსისა და ე.წ. ბლარის ეფექტის ზუსტად კონტროლის საშუალებას აძლევს.

ამასთან, მოწყობილობებში ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობაც გაიზარდა. კერძოდ, iPhone 18 Pro ერთი დამუხტვით 24 საათს, ხოლო Pro Max მოდელი 30 საათს ძლებს.

პარალელურად, კომპანიამ ოპერაციულ სისტემა iOS 27-ში ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია წარადგინა. მათ შორისაა ინსტრუმენტი Apple Reference Image, რომელიც გადაღებულ ფოტოებს პიქსელის დონეზე ამოწმებს და მათ ავთენტურობას ადასტურებს. საყურადღებოა, რომ ეს ფუნქცია ევროკავშირსა და ჩინეთში ხელმისაწვდომი არ იქნება.

პრეზენტაციაზე გამოჩნდა Siri AI-ის განახლებული ვერსია, რომელსაც 300 000-ზე მეტ აპლიკაციაში სხვადასხვა დავალების შესრულება დამოუკიდებლად შეუძლია. სისტემას დაემატა iPhone Handoff-ის ფუნქციაც, რაც ერთი სატელეფონო ნომრის სხვადასხვა მოწყობილობაზე ერთდროულად გამოყენებას უზრუნველყოფს.

არსებული ინფორმაციით, სერვისი პირველ ეტაპზე T-Mobile-ისა და Deutsche Telekom-ის ქსელებში იმუშავებს, წლის ბოლომდე კი მას Verizon-ი და EE შეუერთდება.

რაც შეეხება აუდიომოწყობილობებს, ღონისძიებაზე ახალი თაობის უკაბელო ყურსასმენები, AirPods 5 გამოჩნდა. კომპანიამ ყველაზე ხელმისაწვდომ მოდელში ხმაურის აქტიური ჩახშობის ტექნოლოგია პირველად გამოიყენა. მოწყობილობა ელემენტის გაზრდილი რესურსითა და დახვეწილი მახასიათებლებით გამოირჩევა.

ახალი ყურსასმენების სტანდარტული ვერსია $129 ღირს. უსადენო დამუხტვის მქონე მოდელის ფასი კი $149-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ეს ღონისძიება Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსის სადებიუტო პრეზენტაციაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

BM.GE

"განვადებებში დეველოპერების ჩართულობა უნდა დასრულდეს" - სექტორი იპოთეკური სესხების შერბილებას ითხოვს

"განვადებებში დეველოპერების ჩართულობა უნდა დასრულდეს" - სექტორი იპოთეკური სესხების შერბილებას ითხოვს

BM.GE

ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

BM.GE

"დამკვეთებს განსაკუთრებული გამოცდილება სურთ" - როგორ იცვლება ღონისძიებების დაგეგმვის ბაზარი?

"დამკვეთებს განსაკუთრებული გამოცდილება სურთ" - როგორ იცვლება ღონისძიებების დაგეგმვის ბაზარი?

BM.GE