მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-მა Nvidia-ს გადაასწრო და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა
Apple-მა Nvidia-ს გადაასწრო და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა

Apple-მა Nvidia-ს გადაასწრო და ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტული დაიბრუნა

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 21:40|bm.ge

გასულ კვირას ტექნოლოგიური გიგანტების აქციების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, iPhone-ზე მაღალმა მოთხოვნამ Apple-ს პოზიციები შეუნარჩუნა და კომპანიამ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კორპორაციის სტატუსი კიდევ ერთხელ დაიბრუნა.

პირველი ადგილისთვის ბრძოლა Apple-სა და Nvidia-ს შორის უკვე გარკვეული პერიოდია მონაცვლეობით მიმდინარეობს, სადაც iPhone-სა და სერვისებზე მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მოხმარებას უპირისპირდება. ამჯერად Apple-ის აქციების ზრდა რამდენიმე ახალი მოწყობილობის გამოშვებით, ასევე აღმასრულებელი დირექტორის პოსტის ტიმ კუკიდან ჯონ ტერნუსზე შეუფერხებელი გადაცემით იყო განპირობებული.

პარასკევს სავაჭრო სესიის დასრულებისას Apple-ის აქციის ფასმა 344.63 დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.03 ტრილიონ დოლარზე დაფიქსირდა.

რთული დღე ჰქონდა Nvidia-ს - მისი აქციების ღირებულება 204.64 დოლარამდე დაეცა, კაპიტალიზაციამ კი 4.93 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რითაც მან Apple-ს პირველობა დაუთმო.

Apple-ის აქციების ზრდა და ლიდერის პოზიციაზე დაბრუნება რეგულარულ ხასიათს ატარებს. კომპანიის კაპიტალიზაციამ 4 ტრილიონ დოლარს პირველად 2025 წლის ოქტომბერში გადააჭარბა, ხოლო 2026 წლის ივლისისთვის უკვე 5 ტრილიონ დოლარს გადასცდა. მას შემდეგ კომპანიამ iPhone-ის ტრადიციული პრეზენტაცია ორ ეტაპად გაყო და ფასების მომატებაც მოუწია. თუმცა, პარალელურად, Apple-მა პირველი დასაკეცი სმარტფონი - iPhone Duo - წარადგინა, ჭკვიანი სახლის მოწყობილობების სეგმენტში კი პირველი სერიოზული ნაბიჯი ეკრანიანი მოწყობილობით, HomeView-ით გადადგა. ორივე აღნიშნული პროდუქტი წინასწარი შეკვეთების ეტაპზევე სრულად გაიყიდა. მოგვიანებით კი iPhone Duo-ს გამოსვლამ მსოფლიოს მასშტაბით Apple Store-ებთან მყიდველების მრავალსაათიანი და მრავალდღიანი რიგები დააბრუნა.

ეს ფაქტორები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Apple-ის საბაზრო ღირებულებას Nvidia-სთვის გადაესწრო, თუმცა მოსალოდნელია, რომ ორ გიგანტს შორის ადგილების მონაცვლეობა წლების განმავლობაში გაგრძელდება. შესაძლოა, ლიდერი ძალიან მალეც შეიცვალოს, თუმცა ამ მომენტისთვის Apple კვლავ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს - Reuters

რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს - Reuters

BM.GE

"ალიანსი მომავლისთვის" - ევროკავშირი კანადასთან ერთად ახალ ალიანსს აფუძნებს

"ალიანსი მომავლისთვის" - ევროკავშირი კანადასთან ერთად ახალ ალიანსს აფუძნებს

BM.GE

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა ვიცით?

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა ვიცით?

BM.GE

ხვალ OPEC+-ის შეხვედრა გაიმართება - როგორია ნავთობის ფასი?

ხვალ OPEC+-ის შეხვედრა გაიმართება - როგორია ნავთობის ფასი?

BM.GE