მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა ვიცით?
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა ვიცით?

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - რა ვიცით?

BM.GE31 ოქტომბერი, 2026, 20:13|bm.ge

ვარშავაში, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული, პერიმეტრზე კი ასობით მომიტინგეა შეკრებილი. სასამართლოზე კონტროლისთვის მიმდინარე დავა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტულ მთავრობასა და მემარჯვენე ოპოზიციას შორის ღია, მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ვითარება პარასკევს ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ განაცხადა, რომ ტრიბუნალის მოქმედ თავმჯდომარეს, ბოგდან შვიეჩკოვსკის და მის მოადგილეს უფლებამოსილება ერთი თვით შეუჩერდათ, ხელმძღვანელობა კი დროებით თავის თავზე აიღო. პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა გადადგა ნაბიჯები, რამაც შესაძლოა სასამართლოს ამ ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება გამოიწვიოს.

ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" (PiS) და მათი მხარდამჭერების მწვავე პროტესტი მოჰყვა - მათ მომხდარს სასამართლოს უკანონო მიტაცება უწოდეს. პროტესტის ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ (რომელიც PiS-ის მოკავშირეა) სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა, თვითმფრინავი შუა გზიდან ვარშავაში მოაბრუნა და სასამართლოში არსებულ ვითარებას "კონსტიტუციური ინსტიტუტის ძალადობრივი მიტაცება" უწოდა. სასამართლოს შენობაში შეჭრის მცდელობისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობის აღსადგენად ხისტი ნაბიჯები აუცილებელია. ტუსკის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის 8 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა და მისი რეფორმირება გადაუდებელი ამოცანაა.

რატომ არის ეს სასამართლო ასეთი მნიშვნელოვანი?

საკონსტიტუციო ტრიბუნალს შეუძლია დაბლოკოს პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონი, თუ ჩათვლის, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, მასზე კონტროლს პოლონეთის პოლიტიკაში გადამწყვეტი ძალა აქვს.

კონფლიქტი სათავეს 2015 წლიდან იღებს, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა PiS-მა საკონსტიტუციო სასამართლოში თავისი კადრები უკანონოდ დანიშნა. მოგვიანებით ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ პოლონეთის ტრიბუნალი დამოუკიდებელი სასამართლოს სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებდა.

კრიზისის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის ბოლოს ხელისუფლებაში დაბრუნებულმა ტუსკის გუნდმა პარლამენტში 8 ახალი მოსამართლე აირჩია. თუმცა, პრეზიდენტმა ნავროცკიმ მათგან მხოლოდ სამს დაადებინა ფიცი, ხუთს კი უარი უთხრა. ამ ხუთმა მოსამართლემ ფიცი პრეზიდენტის გვერდის ავლით დადო, რის გამოც ტრიბუნალის მოქმედმა თავმჯდომარემ ისინი შენობაში სამუშაოდ აღარ შეუშვა.

იურისტები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად PiS-ის წარსული უკანონო ქმედებებისა, კითხვები თავად ტუსკის მთავრობის მეთოდებთან დაკავშირებითაც ჩნდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოსამართლედ ტუსკის კაბინეტის ყოფილი მინისტრი აირჩიეს, რამაც სასამართლოს დეპოლიტიზაციის დაპირება ეჭვქვეშ დააყენა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკონსტიტუციო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს - მაია მწარიაშვილიტვ პირველი
  • ამ პროცესის დაწყება აუცილებელი იყო. ჩვენი სარჩელი ფაქტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად - ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზერუსთავი 2
  • ბურჭულაძის თქმით, მზადაა საკონსტიტუციოს 4 ოქტომბერზე ჩვენება მისცესნეტგაზეთი
საკონსტიტუციო →მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

"ალიანსი მომავლისთვის" - ევროკავშირი კანადასთან ერთად ახალ ალიანსს აფუძნებს

"ალიანსი მომავლისთვის" - ევროკავშირი კანადასთან ერთად ახალ ალიანსს აფუძნებს

BM.GE

ხვალ OPEC+-ის შეხვედრა გაიმართება - როგორია ნავთობის ფასი?

ხვალ OPEC+-ის შეხვედრა გაიმართება - როგორია ნავთობის ფასი?

BM.GE

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

BM.GE

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

BM.GE