მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი
აპრილში ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

აპრილში ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა - ეროვნული ბანკი

BM.GE19 მაისი, 2026, 21:43|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების კვლევის თანახმად, გასულ თვეში ბაზრის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. დოკუმენტის თანახმად, გაზრდილია ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთწლიან ჭრილში ფასების 6-8%-ის ფარგლებში ზრდას მოელიან.

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის აპრილში მარტთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 6- 8%-ის ინტერვალში ფიქრობენ გაზრდილია. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ისა და 2%- 4%-ის ინტერვალში ფიქრობენ მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების შემცირებას 2%-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში (0%-2%) ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%, 10%-20%-ისა და 0%-10%-ის ინტერვალში ელოდებიან შემცირებულია. ხოლო, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას (0%) ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით გაზრდილია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE