მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - რომელ სექტორებშია კლება?
აპრილში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - რომელ სექტორებშია კლება?

აპრილში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - რომელ სექტორებშია კლება?

BM.GE1 ივნისი, 2026, 13:57|bm.ge

2026 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6,234 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის მარტთან შედარებით 8.1%-ით, ხოლო 2025 წლის აპრილთან შედარებით 5.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ PMCG კვლევის ცენტრის „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნულია.

მათი ინფორმაციით, თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (-12.1%), ხოლო ყველაზე მცირე კლება ძირითადი კატეგორიებიდან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-6.4%) დაფიქსირდა.წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში დაფიქსირდა (-17.0%), ხოლო ზრდა ძირითადი კატეგორიებიდან მხოლოდ გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+5.7%).

მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 19,403 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა

„2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით 5,017 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია. 2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით 4,194 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7%-ით მეტია.

2026 წლის თებერვლიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით 4,443 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მეტია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთის საწარმოო ინდექსი კრიტიკულ ზღვარზეა

ჩინეთის საწარმოო ინდექსი კრიტიკულ ზღვარზეა

BM.GE

რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი დროებით აკრძალა

BM.GE

მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - მამუკა მდინარაძე

მესტიაში გამრიცხველიანება დაიწყება - მამუკა მდინარაძე

BM.GE

რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

BM.GE