მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო
საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE31 ივლისი, 2026, 01:14|bm.ge

საუდის არაბეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდა და ერაყის ტერიტორიაზე განთავსებულ ირანის მოკავშირე დაჯგუფებებზე ერთობლივი სამხედრო დარტყმები განახორციელა. ეს მიმდინარე ომში ერ-რიადის ჩართვის პირველი ოფიციალური დასტური გახდა. როგორც ირკვევა, სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობასთან კოორდინაციით ჩაატარა და მისი მიზანი საუდის არაბეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე საპასუხო ზომების გატარება იყო.

საუდის არაბეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ დარტყმები თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში განხორციელდა და რომ ამას კონფლიქტის ესკალაციას არ შეიძლება მოჰყვეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იერიში ერაყის აღმოსავლეთ ნაწილში იმ გამშვებ ობიექტებზე განხორციელდა, რომლებიც ამერიკულ ბაზებსა და სადგურებს ესხმოდნენ თავს. ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მისი მოკავშირე ჯგუფები გააფრთხილეს, რომ იერიშების გაგრძელების შემთხვევაში შესაბამის პასუხს მიიღებენ.

Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის მიერ იერიშების ოფიციალურ აღიარებამდე სამეფო ირანის წინააღმდეგ ფარულ სამხედრო ოპერაციებს უკვე ატარებდა. როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე გადაიდგა.

ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენიმედი
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება

BM.GE

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

8 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე: გათვლილი რისკი თუ მაქსიმალური მოგება?

BM.GE

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს

BM.GE