მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა
აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა

აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა

BM.GE4 მაისი, 2026, 20:00|bm.ge

საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული აპრილის ანგარიშის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან (მარტთან) შედარებით ფასები 1.7%-ით არის მომატებული.

ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა — აქ ფასები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფასების მატება ცილოვანი პროდუქტების (თევზი, ხორცი) ქვეჯგუფებში.

სტატისტიკური მონაცემებით, თევზეულის ქვეჯგუფში ფასები წლიურად 21.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო ხორცის პროდუქტები 10.1%-ით გაძვირდა.

bm.ge გთავაზობთ ამ ქვეჯგუფებში შემავალი კონკრეტული პროდუქტების ფასების ცვლილების წლიურ დეტალურ ჩამონათვალს:

თევზეული:

• შებოლილი თევზი: ფასი გაიზარდა 26%-ით; • ახალი თევზი: ფასი გაიზარდა 24%-ით; • გაყინული თევზი: ფასი გაიზარდა 17.6%-ით. • თევზის კონსერვის ფასი კი 0.2%-ით არის შემცირებული.

ხორცი და ხორცის პროდუქტები:

• საქონლის ხორცი: ფასი გაიზარდა 19.1%-ით; • ძროხის ხორცის ფარში: ფასი გაიზარდა 14.9%-ით; • მოშუშული ხორცის კონსერვი: ფასი გაიზარდა 13.7%-ით; • ქათმის ხორცი: ფასი გაიზარდა 10.2%-ით; • შებოლილი ხორცი: ფასი გაიზარდა 6.3%-ით • ღორის ხორცი: ფასი გაიზარდა 5.7%-ით.

მხოლოდ ბოლო ერთი თვის (აპრილი მარტთან შედარებით) ჭრილში, სურსათის ჯგუფში ფასები 0.5%-ით გაიზარდა. თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი (3.7%), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%) გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფში არის პროდუქტებიც, რომლებზეც ფასი შემცირდა. მაგალითად, წინა თვესთან შედარებით მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 2.5%-ით გაიაფდა, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 1.5%-ით.

თუმცა, წლიურ ჭრილში (2025 წლის აპრილი 2026 წლის აპრილთან), პრაქტიკულად ყველა ძირითადი საკვები პროდუქტი გაძვირებულია, მათ შორის პურპროდუქტები (7.7%) და შაქარი/ტკბილეული (7.3%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE