მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აქციები NVIDIA-ში, State Street SPDR S&P 500 ETF Trust-ში... - რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი?
აქციები NVIDIA-ში, State Street SPDR S&P 500 ETF Trust-ში... - რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი?

აქციები NVIDIA-ში, State Street SPDR S&P 500 ETF Trust-ში... - რა ქონებას ფლობს მიხეილ ხიდურელი?

BM.GE3 აგვისტო, 2026, 17:32|bm.ge

ახლად შექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა 2025 წელს NVIDIA-ს, Arista Networks Inc-ის, US Dividend Equity ETF Schwab-ის, Realty Income Corporation-ის, Palantir Technologies Inc-ის აქციები შეიძინა. ამის შესახებ მისი 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს მიხეილ ხიდურელი ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარამოე საქართველოშის“ დირექტორი იყო და წლის განმავლობაში მან ამ თანამდებობაზე 132 949 ლარის ხელფასი, რაც 2024 წელს აღებულ ხელფასს - 120933 ლარს აღემატება.

დღეისთვის, მიხეილ ხიდურელი ახლად შექმნილი სააგენტო „ინვესტიციების სააგენტოს“ თავმჯდომარეა. თანამდებობის პირი დეკლარაციაში თავის სახელზე რაიმე სახის უძრავ და მოძრავ ქონებას არ უთითებს. დოკუმენტის შევსების დროისთვის მას თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 49 422 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 11 986 ლარი ჰქონდა. ამასთან, მან გასულ წელს აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით იორდანიაში PMCG-ის კონტრაქტით ტრენერი იყო, რისთვისაც 7 580 დოლარი აიღო.

რაც შეეხება სხვადასხვა კომპანიებში შეძენილ აქციებს და მათ ღირებულებას, მიხეილ ხიდურელმა 2025 წელს 6 სხვადასხვა კომპანიასა და ფონდში ჯამში 2,690 დოლარის ღირებულების აქცია შეიძინა.

2025 წელს შეძენილი აქციებისა და ფონდების სია:

• State Street SPDR S&P 500 ETF Trust - 1 აქცია $1,100; • NVIDIA Corporation - 3 აქცია $690; • Arista Networks Inc - 2 აქცია $300; • US Dividend Equity ETF Schwab – 7 აქცია $200; • Realty Income Corporation – 3 აქცია, $200; • Palantir Technologies Inc – 1 აქცია, $200;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია: ურბანული ცხოვრების ტრანსფორმაცია

15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია: ურბანული ცხოვრების ტრანსფორმაცია

BM.GE

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში

ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ  APP-ში

BM.GE

NCDC მოქალაქეებს აფრთხილებს - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში

NCDC მოქალაქეებს აფრთხილებს - რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში

BM.GE

წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენეს, ყველას ძალიან გაგვიკვირდა - გიორგი მარგებაძე ვანო ზარდიაშვილზე

წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენეს, ყველას ძალიან გაგვიკვირდა - გიორგი მარგებაძე ვანო ზარდიაშვილზე

BM.GE