მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძე UN Tourism-ის გენმდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ირაკლი კობახიძე UN Tourism-ის გენმდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე UN Tourism-ის გენმდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 21:12|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

"პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას და ერთობლივი პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებას, რამდენადაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაში.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დადებით ტენდენციებზე, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ დინამიკასა და ტურიზმის მნიშვნელოვან წილზე ქვეყნის ეკონომიკაში.

როგორც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ტურიზმის სფეროში და ეს ციფრებითაც დასტურდება. შაიხა ნასერ ალ ნუვაიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს დაკავშირებადობის კუთხით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ყურადღება დაეთმო გლობალურ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების პორტფელის კომპოზიცია უნდა გადაიხედოს - ნინო დევდარიანი

მიკრობანკების პორტფელის კომპოზიცია უნდა გადაიხედოს - ნინო დევდარიანი

BM.GE

„იმპორტირებული კაკლის ხარისხი არ კონტროლდება“ - Georgian Walnut Enterprise

„იმპორტირებული კაკლის ხარისხი არ კონტროლდება“ - Georgian Walnut Enterprise

BM.GE

OPEC+-მა დეკემბერში ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

OPEC+-მა დეკემბერში ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

BM.GE

„სოციალური დახმარება სატარიფო პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს“ - ენერგეტიკოსი გაზის საფეხურეობრივ ტარიფზე

„სოციალური დახმარება სატარიფო პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს“ - ენერგეტიკოსი გაზის საფეხურეობრივ ტარიფზე

BM.GE