მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" შავ სიაში შეიყვანა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" შავ სიაში შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" შავ სიაში შეიყვანა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 20:48|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“ შავ სიაში შეიყვანა.

საქმე „საქართველოს რკინიგზის“ მიერ საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის შესაძენად, 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ტენდერს უკავშირდება, სადაც მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ, მათ შორის "იმედი L"-მა მიიღო, ტენდერის ჩანაწერების მიხედვით, არასწორი დოკუმენტაციის წარდგენის გამო, 2019 წლის ოქტომბერში კომპანიის ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მოხდა, რაც შემდგომში რამდენიმეწლიან სასამართლო დავაში გადაიზარდა, 2026 წლის 4 სექტემბერს კი საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომისიამაც და კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირა. აღნიშნულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი სწორედ "იმედი L"-ს ჰქონდა წარდგენილი და რომ არა დისკვალიფიკაცია მასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაფორმდებოდა. საბოლოოდ 2020 წლის იანვარში ტენდერი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე შეწყდა.

საქმე 2019 წელს დაიწყო, როდესაც „საქართველოს რკინიგზამ“ „იმედი ელ“ ტენდერიდან დისკვალიფიცირება მოახდინა. რკინიგზის შეფასებით, კომპანიამ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული ურთიერთობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში არასწორი ინფორმაცია წარადგინა. კერძოდ, პროვაიდერ კლინიკებს შორის მითითებული იყო შპს „სენა-მედი“ და შპს „Life 2012“, თუმცა სააგენტოს მიერ დადგენილი გარემოებებით, სატენდერო წინადადების წარდგენის მომენტში მათთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობდა.

„იმედი ელ“ აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმებოდა. კომპანიის პოზიციით, სატენდერო პირობები არ ითხოვდა, რომ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან წერილობითი ხელშეკრულებები უშუალოდ წინადადების წარდგენის მომენტში ყოფილიყო გაფორმებული. „Life 2012“-თან დაკავშირებით კომპანია მიუთითებდა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ელექტრონული მიმოწერით იყო შეთანხმებული, ხოლო ხელშეკრულებების ასლების წარდგენა ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იყო გათვალისწინებული.

დავამ რამდენიმე ინსტანცია გაიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წელს კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა, ეს გადაწყვეტილება 2024 წელს სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის 29 ივლისს „იმედი ელ“-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამო ინფორმაციის წარდგენა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, მსგავსი შემთხვევა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველია, როდესაც პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ახორციელებს. სააგენტომ დაადგინა, რომ „იმედი ელ“-ის შემთხვევაში არსებობდა შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი და გაფრთხილების გამოყენების პირობები არ არსებობდა. გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე UN Tourism-ის გენმდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე UN Tourism-ის გენმდივანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

ერთი ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, ლარი დოლართანაც გამყარდა

ერთი ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა, ლარი დოლართანაც გამყარდა

BM.GE

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება სამამდე შემცირდა

ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება სამამდე შემცირდა

BM.GE