მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აქციზური საქონლის ჩამოწერის წესი შეიცვალა
აქციზური საქონლის ჩამოწერის წესი შეიცვალა

აქციზური საქონლის ჩამოწერის წესი შეიცვალა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 20:24|bm.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერისა და დეკლარირების წესები შეცვალა. ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 17 სექტემბრის №285 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში. განახლდა ბრძანების 32-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, რომლებიც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურებს არეგულირებს.

BDO-ს საკანონმდებლო მაცნის თანახმად, ცვლილების მიხედვით, საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის მწარმოებლის მიერ ჩამოწერისთვის მოქმედი პროცედურა, რომელიც ადგილზე გასვლას ითვალისწინებს, ასევე იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოსაწერ საქონელზე გავრცელდება. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის საქონლის ჩამოწერისასაც გათვალისწინებული იქნება ადგილზე გასვლით განხორციელებული პროცედურა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა №286 ბრძანებით ცვლილება შეიტანა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებაში. განახლდა აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-7 და 7¹ სტრიქონები. ცვლილების შედეგად, დეკლარაციაში დამატებით მიეთითება აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისთვის და იმპორტისთვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დროებით მაინც დააბრუნეთ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე" - "ლელო საქართველოს" მთავრობას

"დროებით მაინც დააბრუნეთ საწვავის აქციზის გადასახადი 2017 წლის ნიშნულზე" - "ლელო საქართველოს" მთავრობას

BM.GE

ლიტრი რეგულარი ₾4.08-მდე გაძვირდა | რამდენი ლარი მოდის აქედან აქციზზე, დღგ-სა და თვითღირებულებაზე

ლიტრი რეგულარი ₾4.08-მდე გაძვირდა | რამდენი ლარი მოდის აქედან აქციზზე, დღგ-სა და თვითღირებულებაზე

BM.GE

"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE