მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე
რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 00:55|bm.ge

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ აქვს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ძნელაძის თქმით, სებ-მა განაკვეთი შესაძლოა 8.25%-ზე შეინარჩუნოს.

"ინფლაციის პროგნოზი მომავალი წლისთვის არის საკმაოდ დამამშვიდებელი. როგორც იცით ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, შეიძლება ოდნავ მეტი ან ნაკლები იყოს, 3.1% იყო პროგნოზი მომავალი წლისთვის, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. დღეის მდგომარეობით ძალიან რთული არის პროგნოზირება, გაიზრდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. რა თქმა უნდა შემცირებას არ ველოდებით. შესაძლებელია შეინარჩუნოს ეროვნულმა ბანკმა კვლავინდებურად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე და არ გაზარდოს, რადგან როგორც იცით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მოკლევადიან პერიოდში არა აისახება ხოლმე ასე ვთქვათ ინფლაციის მაჩვენებელზე და გრძელვადიან პერიოდში დღეის მდგომარეობით მოლოდინები შემცირებისკენ არის",- ამბობს ძნელაძე.

რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას და სესხის პირობების გამკაცრების მოსალოდნელ ეფექტს, ძნელაძე ამბობს, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ელიან.

"ზაფხულის შემდეგ სტანდარტულად გააქტიურება არის ხოლმე მოსალოდნელი, კიდევ უფრო მეტი აქტივობა არის მოსალოდნელი წლის ბოლომდე. მომავალ წელს რა თქმა უნდა რეგულაციები შედის ეგრეთ წოდებული PTI-ს ნაწილში, მაგრამ დღეის მდგომარეობით ძალიან რთული არის ვისაუბროთ ეს სისტემურად შეანელებს აქტივობას თუ კონკრეტული ადამიანებისთვის იქნება პრობლემას სესხის აღება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ენდომებათ",- ამბობს ძნელაძე.

ცნობისთვის, მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მკაცრდება. იცვლება სესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ PTI, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. კერძოდ, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მოლოდინებს აჭარბებს“ – TBC Capital

„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მოლოდინებს აჭარბებს“ – TBC Capital

BM.GE

ბრაზილიაში ლულას გამარჯვების შემდეგ Citigroup-მა და BCA Research-მა ქვეყნის აქტივების შეფასება შეამცირეს

ბრაზილიაში ლულას გამარჯვების შემდეგ Citigroup-მა და BCA Research-მა ქვეყნის აქტივების შეფასება შეამცირეს

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

BM.GE

Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

Intel-მა ისრაელური კვანტური კომპანია $2.2 მილიარდად შეიძინა

BM.GE