მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არაბთა გაერთიანებულმა საამიროები ირანს მილიარდობით დოლარს გადასცემს - რატომ?
არაბთა გაერთიანებულმა საამიროები ირანს მილიარდობით დოლარს გადასცემს - რატომ?

არაბთა გაერთიანებულმა საამიროები ირანს მილიარდობით დოლარს გადასცემს - რატომ?

BM.GE13 ივნისი, 2026, 06:06|bm.ge

გავლენიანი გამოცემა Reuters-ი იუწყება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს მილიარდობით დოლარს გადასცემს. არსებული ინფორმაციით, პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და მის ფარგლებში საამიროებმა მის ტერიტორიებზე თავდამსხმელ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოს $3 მილიარდი გადასცა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ფინანსური პაკეტის საერთო მოცულობა $10-დან $20 მილიარდამდე იქნება.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების მიზეზს, როგორც ირკვევა, ოფიციალურმა აბუ-დაბიმ ეს ნაბიჯი რეგიონში დაპირისპირების მკვეთრი ესკალაციის ფონზე უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით გადადგა. კერძოდ, მრავალმილიარდიანი გარიგების ფარგლებში, ირანის მხრიდან საამიროების ტერიტორიაზე თავდასხმები შეწყდება. საამიროების ოფიციალური პირის განცხადებით, ისინი იღებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათი ქვეყნის გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ომის საფრთხეებისაგან დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ ირანი ანალოგიური ფინანსური შეთანხმების მიღწევას სპარსეთის ყურის კიდევ ორ სახელმწიფოსთან აქტიურად ცდილობს, თუმცა რამდენად წარმატებით მიმდინარეობს ეს მცდელობები ან რომელ სახელმწიფოებზეა საუბარია, ჯერ არ კონკრეტდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლადიმედი
  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE