მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობს
აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობს

აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობს

ფორმულა|formulanews.ge

ირანზე აშშ-ის მიერ 13 ღამის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შემდეგ, შედარებითი სიმშვიდის რამდენიმედღიან პერიოდში, ორივე მხარემ შეაჩერა თავდასხმები დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლების ფონზე. ტრამპმა მოლაპარაკებებს „ძალიან მეგობრული“ უწოდა, თუმცა ირანი უარყოფს ნებისმიერი დისკუსიის არსებობას.

აშშ-ის CENTCOM აცხადებს, რომ დაასრულა დარტყმების „მძიმე ტალღა“ ირანის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა სამშაბათს ამერიკულ ძალებზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ განახორციელა.

CENTCOM-მა განაცხადა, რომ დაარტყა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ათეულობით“ ობიექტს.

„29 ივლისს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 10 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა წარმატებით დაასრულეს დარტყმების მძიმე ტალღა ირანის წინააღმდეგ, გუშინ აშშ-ის ძალებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების მცდელობის საპასუხოდ.” - წერს CENTCOM სოციალურ ქსელ X-ზე.

„დარტყმები მიზნად ისახავდა ირანისა და მისი მარიონეტების მიერ ამერიკული ძალების, კომერციული გემებისა და მეზობელი ყურის ქვეყნების მიმართ შექმნილი საფრთხეების სამომავლოდ შემცირებას.”

ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ თავდასხმების სამიზნე სტრატეგიული საზღვაო და სამხედრო პუნქტები იყო.

„28 ივლისს, IRGC-ის ძალებმა ირანიდან გაუშვეს მრავალი ბალისტიკური რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობის მიზნით. ყველა ირანული რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს.” - ნათქვამია განცხადებაში იერიშის განახლების მიზეზად.

ირანული მედიის ცნობით, ბოლო დარტყმების შედეგად, კეშმის კუნძულზე სამი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედია Irib აცხადებს, რომ დარტყმების ქვეშ მოექცა კუნძულები კეშმი და აბადანი, რომლებიც ცენტრალურია ნავთობის ინდუსტრიისთვის.

ამავდროულად, იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით ჩამოაგდეს მათი ტერიტორიისკენ მიმართული ხუთი ირანული რაკეტა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენიმედი
  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სიბნელის ლოგიკა - კრემლის გასაგონად

ფორმულა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

რუსეთმა პოლონეთის საზღვართან, 2 კმ-ში, სამგზავრო მატარებელს დაარტყა

ფორმულა

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

მიქანაძე: გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები აღიარებული იყოს უმაღლესის მიმართულებებში

ფორმულა

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

მიქანაძე: ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს

ფორმულა