მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 000 აბონენტს წყალი 36 საათით გაეთიშება - ქუჩებისა და დასახლებების სრული სია
არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 000 აბონენტს წყალი 36 საათით გაეთიშება - ქუჩებისა და დასახლებების სრული სია

არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის გამო 80 000 აბონენტს წყალი 36 საათით გაეთიშება - ქუჩებისა და დასახლებების სრული სია

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 18:58|bm.ge

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა მისასვლელი საავტომობილო გზების მოწყობის ეტაპზე გადადის.

გზების დეპარტამენტი წერს, რომ საგზაო პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა არეალში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა, რადგან ხიდთან მისასვლელი გზის არეალში თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალური მილი გადიოდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) კოორდინაციით ახალი მილი უკვე სრულად მოეწყო, ახლა კი მისი მოქმედ ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთებაა საჭირო.

უწყება წერს, რომ სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის წყლისგან დაცლა. ტექნიკური ჯგუფები მასშტაბურ სამუშაოებს 26 სექტემბერს, ღამის 03:00 საათიდან დაიწყებენ და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

სწორედ მაგისტრალური მილის გადაერთებითი სამუშაოების გამო, 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე (დაახლოებით 36 საათით) წყალმომარაგება შეეზღუდება 80 000-მდე აბონენტს შემდეგ მისამართებზე:

საბურთალოს რაიონი:

• ნუცუბიძის ქუჩის ნაწილი და მიკრორაიონები; • ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოს, ქავთარაძის ქუჩები; • უნივერსიტეტისა და დანელიას ქუჩების ნაწილი; • სოფელი თხინვალა, სოფელი ლისი, აკაკი გელოვანის ქუჩა; • სოფელი დიღომი: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთელის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩები, ეკლესიის უბანი, ფარნავაზის N18, N20, N22, N24, N26, შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინის, შმერლინგის ქუჩები; • სოფელი ძველი ვეძისი, დიღომი 7, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვნის გამზირი, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გოგიშვილის ქუჩები; • დიღმის მასივის I კვარტალი მთლიანად (გარდა 10, 11, 12 კორპუსებისა) და ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონები.

ვაკის რაიონი:

• ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI, VII კვარტლები; • ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილი; • მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II, III ქუჩები; • ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ალასანიას ქუჩები; • ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილი.

გლდანის რაიონი (ზაჰესის დასახლება):

• წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, რეაქტორის ქუჩები.

რეგიონები და დევნილთა დასახლება:

ქალაქი მცხეთა, სოფელი ნატახტარი, სოფელი წიწამური და წეროვანის დევნილთა დასახლება.

სამუშაოების მიმდინარეობისას და წყალმომარაგების სრულ აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება სისტემის ეტაპობრივი შევსება, რის შემდეგაც წყალი დასახლებებს ეტაპობრივად აღუდგება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და GWP მოსახლეობას სთხოვენ, შეზღუდვის დაწყებამდე უზრუნველყონ სასმელი წყლის აუცილებელი მარაგი.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე ახალი ხიდი 1970-იან წლებში აშენებული არსებული ხიდის პარალელურად შენდება და თანამედროვე სტანდარტებს უპასუხებს. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მონაკოში ბანკებმა რუსეთის მდიდარი მოქალაქეების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

მონაკოში ბანკებმა რუსეთის მდიდარი მოქალაქეების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

BM.GE

სესის მოკვლევა ბაღებში: აღებული 500-ზე მეტი ნიმუშიდან 81 შემოწმდა - დარღვევა ჯერჯერობით არცერთში არ გამოვლენილა

სესის მოკვლევა ბაღებში: აღებული 500-ზე მეტი ნიმუშიდან 81 შემოწმდა - დარღვევა ჯერჯერობით არცერთში არ გამოვლენილა

BM.GE

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

BM.GE

"რძის სკანდალის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

"რძის სკანდალის" საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE