მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ArcelorMittal-მა უკრაინაში საწარმოს გაჩერება და $1 მილიარდის ჩამოწერა გადაწყვიტა
ArcelorMittal-მა უკრაინაში საწარმოს გაჩერება და $1 მილიარდის ჩამოწერა გადაწყვიტა

ArcelorMittal-მა უკრაინაში საწარმოს გაჩერება და $1 მილიარდის ჩამოწერა გადაწყვიტა

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 03:00|bm.ge

ფოლადის გლობალურმა მწარმოებელმა ArcelorMittal-მა უკრაინის მთავრობას აცნობა, რომ რუსული სარაკეტო იერიშების გამო, შვილობილი საწარმოს, ArcelorMittal Kryvyi Rih-ის უსაფრთხო და მდგრად რეჟიმში აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ ის გაურკვეველი ვადით გაჩერდება.

ამასთან, კომპანია ქარხნის ძირითადი საშუალებების, მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის გაუფასურების გამო, დაახლოებით $1 მილიარდის ჩამოწერას გეგმავს.

ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში კრივოი-როგის ქარხანაზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რამაც საწარმოო ინფრასტრუქტურის მასშტაბური დაზიანება გამოიწვია. ბოლო იერიში 21 სექტემბერს დაფიქსირდა. თავდასხმების შედეგად ხუთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა.

კომპანიის გენერალური დირექტორის, მაურო ლონგობარდოს განცხადებით, მენეჯმენტი უკრაინის მთავრობასთან სამომავლო ნაბიჯებს განიხილავს. ძირითადი ყურადღება ინფრასტრუქტურის კონსერვაციაზე გამახვილდება, რათა მშვიდობის დამყარების შემდეგ წარმოების აღდგენის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, თუმცა ამჟამად აღდგენაზე საუბარი ზედმეტია.

ცნობისთვის, ArcelorMittal-ი ფოლადისა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მსოფლიო გიგანტია, რომელიც 60 ქვეყანაში ოპერირებს და პროდუქციას 126 ქვეყნის ბაზარზე ყიდის. 2025 წელს კომპანიის შემოსავალმა $61.4 მილიარდი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის სამიტზე: მსოფლიოს ყურადღება ამ შეხვედრისკენ იქნება მიმართული - შესაძლოა, ეს იყოს უკრაინაში ომის დასრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯირუსთავი 2
  • უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრაფორმულა
  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE

ოქროს უმსხვილესი შემსყიდველების რეიტინგი

ოქროს უმსხვილესი შემსყიდველების რეიტინგი

BM.GE