ორიგინალი
არგენტინამ ცენტრალურ ბანკს მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად ფულის ბეჭდვა აუკრძალა
BM.GE·19:36

არგენტინამ ცენტრალურ ბანკს მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად ფულის ბეჭდვა აუკრძალა

27 ნოემბერი, 2026 · 19:36

არგენტინის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა კანონპროექტების პაკეტს, რომელიც პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ ინიციირებულ რეფორმებს, მათ შორის ცენტრალური ბანკისთვის მთავრობის ხარჯების დასაფარად დამატებითი ფულის ბეჭდვის აკრძალვას ითვალისწინებს.

26 ნოემბერს არგენტინის დეპუტატთა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ცენტრალურ ბანკს შეზღუდვებს უწესებს და მის "მთავარ და ფუნდამენტურ მისიად" ეროვნული ვალუტის ღირებულების შენარჩუნებას განსაზღვრავს.

საქმე ისაა, რომ წინა ადმინისტრაციების დროს ცენტრალური ბანკი მთავრობის ხარჯების დასაფარად დამატებით ფულს ბეჭდავდა, რამაც ქვეყანაში კოლოსალური ინფლაცია გამოიწვია: 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 200%-ს გადააჭარბა. ეკონომისტი ხავიერ მილეი ხელისუფლებაში სწორედ იმ წელს მოვიდა დაპირებით, რომ უკონტროლო ინფლაციას მოათვინიერებდა და სახელმწიფო ხარჯებს მკვეთრად შეამცირებდა.

მისი მმართველობის პირობებში ინფლაცია შემცირდა, თუმცა სიღარიბის დონემ მკვეთრად მოიმატა. ამასთან, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ არგენტინა შესაძლოა, რეცესიაში გადავიდეს, რადგან ბოლო თვეებში ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.

მიუხედავად ამისა, მილეის ადმინისტრაცია ცენტრალური ბანკის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას საგანგებო განცხადებით მიესალმა.

"ეს ნიშნავს ცენტრალურ ბანკში თითქმის ოცწლიანი პოლიტიკური მანიპულაციების დასასრულს", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატთა პალატაში კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 141-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ხოლო 99-მა კანონმდებელმა თავი შეიკავა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არგენტინამ ცენტრალურ ბანკს მთავრობის ხარჯების დასაფინანსებლად ფულის ბეჭდვა აუკრძალა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·20:30

აშენებული სადგურების ქსელთან მიერთების ვადები გაჭიანურებულია - ნანა მაღრაძე

აშენებული სადგურების ქსელთან მიერთების ვადები გაჭიანურებულია - ნანა მაღრაძე
BM.GE·20:10

საფერავის საერთაშორისო დღე WSET-ის ღვინის მსოფლიო კალენდარშია

საფერავის საერთაშორისო დღე WSET-ის ღვინის მსოფლიო კალენდარშია
BM.GE·20:05

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს
BM.GE·19:50

ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გაყალბდა

ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გაყალბდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.