საფერავის საერთაშორისო დღე WSET-ის ღვინის მსოფლიო კალენდარშია
30 ნოემბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მესამედ აღნიშნავს საფერავის საერთაშორისო დღეს - International Saperavi Day.
საფერავის საერთაშორისო დღე 2024 წელს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის | Association de la Sommellerie Internationale წევრმა, დააფუძნა.
30 ნოემბერი შეტანილია Wine & Spirit Education Trust-ის | WSET მიერ გამოქვეყნებულ ღვინისა და ვაზის ჯიშების საერთაშორისო დღეების კალენდარში.
ინიციატივის მიზანია საფერავის ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, მისი მრავალფეროვნებისა და უნიკალური პოტენციალის წარმოჩენა, ქართული ღვინის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და საქართველოს ღვინის კულტურისა და ენოგასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია.
საფერავის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე ღონისძიება:
30 ნოემბერი 10.00 – 15.00 - საერთაშორისო კონფერენცია საფერავი და მეგობრები
Courtyard by Marriott Tbilisi - თავისუფლების მოედანი №4, თბილისი
კონფერენცია ღვინის გარშემო გააერთიანებს მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურისა და ბიზნესის წარმომადგენლებს. მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებსა და გამოცდილებას ქართული ღვინისა და საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის შესახებ.
კონფერენციის სპიკერები არიან:
დავით ლორთქიფანიძე | საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი;
გიორგი კეკელიძე | პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი;
ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა | მასპინძლობის საკონსულტაციო კომპანიის Salt
Projects-ის თანადამფუძნებლები;
ნანა ჯორჯაძე | კინორეჟისორი | კანის კინოფესტივალის ლაურეატი და ოსკარზე ნომინირებული ფილმის რეჟისორი;
ლევან ბერძენიშვილი | ფილოლოგი, ავტორი;
ლევან ლეფსვერიძე | კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის თანადამფუძნებელი;
დაგ ფროსტი | Doug Frost, MW, MS, Best USA Sommelier Association-ის პრეზიდენტი;
კენიჩი ოჰაში | Kenichi Ohashi, Master of Wine, იაპონია;
მატიას პრეციოზო | Matias Prezioso, Association de la Sommellerie Internationale -ის ვიცე- პრეზიდენტი ამერიკის რეგიონში.
სპიკერთა ნაწილი აუდიტორიის წინაშე ადგილზე წარდგება, ნაწილი კი დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე შალვა ხეცურიანის მოკლე საავტორო ტექსტების ციკლის, მასპინძლობის 20 მცნების, პრეზენტაცია გამოფენის ფორმით გაიმართება. ტექსტები თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
3 დეკემბერი - საფერავის საერთაშორისო დღის კულტურული პროგრამა გაგრძელდება თეატრალური წარმოდგენით ღვინის დაბადება . რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი - თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №19.
კარის გახსნა 19.00
8 დეკემბერი, 15:00 – 20.00 - საახალწლო დეგუსტაცია-ბაზრობა საფერავი და მეგობრები ბაზარი ორბელიანზე - თბილისი, ვლადიმერ ვეკუას ქუჩა №3.
საფერავის საერთაშორისო დღის ღონისძიებების ციკლი ბაზარი ო რბელიან ზე საახალწლო დეგუსტაცია-ბაზრობით დასრულდება. სტუმრები დააგემოვნებენ და სპეციალურ საახალწლო ფასებში შეიძენენ მცირე მარნების და წამყვანი მეღვინეეობებისა საფერავსა და სხვა ჯიშებისგან შექმნილ ღვინოებს - საფერავის მეგობრებს. წარმოდგენილი იქნება პეტნატები და ცქრიალა ღვინოებიც.
საახალწლო პროგრამაშია ანსამბლ შავნაბადას ასამდე ბავშვის გამოსვლა და ნაძვის ხის საზეიმო ანთება.
ინფორმაციას საქართველოს სომელიეთა ასოციაცია ავრცელებს.
