
არის თუ არა ევროპა ზამთრისთვის მზად?
ევროკომისიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გაზის მარაგები ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და ენერგეტიკული რესურსები მკვეთრად გაძვირებულია, ევროკავშირი ზამთრის სეზონზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მაინც სრულად მზად არის.
ოფიციალური განცხადებით, ბლოკის ინფრასტრუქტურას შეუძლია მარაგების დეფიციტის საკომპენსაციოდ გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდოს და ნებისმიერი დანაკლისი LNG-ის დახმარებით შეავსოს. თავის მხრივ, გათხევადებული გაზის იმპორტის მოცულობა უპირველესად ზამთრის ტემპერატურასა და მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს კი უშუალოდ ბაზრის მონაწილეები მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლების სეზონთან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მიწოდების დივერსიფიკაციის, გათხევადებული გაზის იმპორტის სიმძლავრეების გაზრდისა და მოთხოვნის შემცირების შედეგად, ევროკავშირი ახლა ბევრად უკეთესად არის მომზადებული ზამთრის სეზონისთვის. შესაბამისად, 2026-27 წლის სეზონზე რეგიონში კრიზისის დაწყება მოსალოდნელი არ არის.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გერმანიაში, პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში განახლებადი ენერგიის სამი ტრანსსასაზღვრო პროექტისთვის 125.8 მილიონი ევროს გრანტი დაამტკიცა. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ენერგეტიკული სტაბილურობის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
BM.GE
წყარო: bm.ge