მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ავერსი" - კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
"ავერსი" - კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

"ავერსი" - კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 13:45|bm.ge

27 ოქტომბერს "ავერსის" ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელიც კორეული სილამაზის ინდუსტრიის მრავალფეროვნებას მიეძღვნა.

ავთენტური დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ემოგზაურათ კორეული ესთეტიკის სამყაროში, დაეტესტათ უკვე საყვარელი პროდუქტები და პირველებს გაეცნოთ ის სიახლეები, რომელთა დამატებასაც კომპანია სამომავლოდ გეგმავს.

ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები, ცნობილი სახეები და "ავერსის" ერთგული მომხმარებლები ესწრებოდნენ. საღამოს პროგრამაში შემეცნებითი და გასართობი ელემენტები ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. პრეზენტაციები დაეთმო კორეული კოსმეტიკის მთავარ ფილოსოფიას - ინოვაციური ფორმულების გაცნობასა და კანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ზრუნვას, მრავალფეროვანმა შოუ-პროგრამებმა და ინტერაქციულმა აქტივობებმა კი შეხვედრა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.

27 ოქტომბრის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა "ავერსის", როგორც კორეული ბრენდების უმსხვილესი წარმომადგენლისა და სანდო მრჩევლის, პოზიცია საქართველოში.

დღეს "ავერსში" მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ ისეთი ცნობილი - კორეული ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: SKIN1004, Dr.HEDISON, Dr.Belmeur, belif, daymellow, TOCOBO, ACCOJE, Mary&May

ბრენდებისა და პროდუქციის სრულ კატალოგს გაეცანით ავერსის ონლაინ აფთიაქში.კომპანია აგრძელებს ზრუნვას, რათა მომხმარებლისთვის თავის მოვლის ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო სიახლეები მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის თუ არა ევროპა ზამთრისთვის მზად?

არის თუ არა ევროპა ზამთრისთვის მზად?

BM.GE

ნდობიდან ინვესტიციებამდე: როგორ აქცევს Pontus გამჭვირვალობას კონკურენტულ უპირატესობად

ნდობიდან ინვესტიციებამდე: როგორ აქცევს Pontus გამჭვირვალობას კონკურენტულ უპირატესობად

BM.GE

"თუ ბოლო 5 წელში მიკროსაფინანსო სექტორი 15%-ით იზრდებოდა, წელს გაორმაგებული ტემპი გვაქვს" - ასოციაცია მიზეზებზე

"თუ ბოლო 5 წელში მიკროსაფინანსო სექტორი 15%-ით იზრდებოდა, წელს გაორმაგებული ტემპი გვაქვს" - ასოციაცია მიზეზებზე

BM.GE

კორუფცია სოციალურ აგენტების დონეზე ან პოლიტიკური ზეწოლა | სანდრო ურუშაძე სოცდაუცველთა ბაზებში ბენეფიციარების ჭარბი რაოდენობის შეყვანაზე

კორუფცია სოციალურ აგენტების დონეზე ან პოლიტიკური ზეწოლა | სანდრო ურუშაძე სოცდაუცველთა ბაზებში ბენეფიციარების ჭარბი რაოდენობის შეყვანაზე

BM.GE