
არქი შუა აზიის უდიდეს დეველოპერ BI Group-თან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს
„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, შუა აზიის უდიდეს დეველოპერ — BI Group-თან - სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის პროექტების ერთობლივად განხორციელებას. ყაზახეთში დაფუძნებული BI Group-ი დღეს ოპერირებს უზბეკეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაი) და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეისათვის 9 მილიონ კვ.მ-მდე საცხოვრებელი უძრავი ქონება აქვს ჩაბარებული და 600,000-ზე მეტ მობინადრეს აერთიანებს. კომპანიაში დასაქმებულია 8,000 მეტი თანამშრომელი.
მხოლოდ 2025 წელს კომპანიის წლიურმა ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Veritas-მა BI Group-ი მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს შორის დაასახელა პირველ ადგილზე საცხოვრებელი ფართების ჩაბარების მოცულობით (2025 წელს 2.4 მილიონი კვ.მ) ყაზახურმა დეველოპერმა გადაასწრო ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორიცაა EMAAR (არაბთა გაერთიანებული საამიროები, 1.84 მილიონი კვ.მ.). კომპანიის მიმდინარე პორტფოლიო მოიცავს 250-ზე მეტ საცხოვრებელ, სამრეწველო, სამოქალაქო და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტს.
წამყვან დეველოპერებს შორის გაფორმებული შეთანხმება საქართველოს უძრავი ქონების სექტორისთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს. პარტნიორობა მიმართულია ერთობლივი პროექტების განვითარებისა და უახლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ. თანამშრომლობის ფარგლებში BI Group-ი მოწინავე სამშენებლო პრაქტიკებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს დანერგავს. მხარეები უახლოეს პერიოდში ერთობლივ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსაც დააანონსებენ.
„საქართველოს საინვესტიციო გარემოს ძლიერი საერთაშორისო შეფასებები, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და განვითარების ტემპი ქმნის მყარ საფუძველს მასშტაბური პარტნიორობისთვის. ვამაყობთ, რომ BI Group-ი საქართველოს ბაზარზე სწორედ „არქისთან“ თანამშრომლობით შემოდის. Eagle Hills-ის შემდეგ, ეს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ინვესტიციის დასაწყისია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ — აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.