მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი - ირაკლი კობახიძე
აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი - ირაკლი კობახიძე

აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი - ირაკლი კობახიძე

BM.GE2 ივნისი, 2026, 19:33|bm.ge

ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა და მათ არასერიოზული უწოდა. მისი თქმით, ელჩი პარტნიორ ქვეყნებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის მისამართით აღნიშნა, რომ მისი ახალ-ახალი განცხადებების სერიოზულად შეფასება არასწორია.

„აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. იმდენად არასერიოზული არის ყოველ ჯერზე მისი ახალ-ახალი განცხადებები, რომ ამ ყველაფრის სერიოზულად შეფასება, ჩემი აზრით, არასწორია. სამწუხაროა, დასანანია. თან საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე, მეგობარ ხალხებზე. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის ეს საპასუხო კომენტარი მოჰყვა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პირებს, მისი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ, თუმცა ამას ხალხს პირდაპირ არ ეუბნებიან.

გერმანიის ელჩმა ინტერვიუში ასევე დასძინა, რომ მისი ხედვით, პროცესის მიზანი მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებაა, რათა შესაძლო წარუმატებლობა თავად დასავლურ სტრუქტურებს დაბრალდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE