მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ტრამპის ბრძანება
აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ტრამპის ბრძანება

აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს - ტრამპის ბრძანება

BM.GE8 ივლისი, 2026, 18:01|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერმა შესაბამისი მითითება ანკარაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან შეხვედრამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს მისცა. ამერიკის ლიდერმა ესპანეთს "უპერსპექტივო პარტნიორი" უწოდა. მისი განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი მადრიდთან ბიზნესის წარმოებას აღარ გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაპირისპირება თავდაცვის ხარჯებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, გასულ წელს გამართულ ალიანსის სამიტზე მადრიდმა მხარი არ დაუჭირა ახალ გეგმას, რომელიც 2035 წლისთვის თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის გამოყოფას ითვალისწინებს. პარალელურად, სიტუაცია ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის პოზიციამაც გაამწვავა. მთავრობის მეთაურმა ტრამპის მიერ ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ამერიკული მხარისთვის სამხედრო ბაზების გამოყენებას აკრძალვა სწორ ნაბიჯად შეაფასა.

საყურადღებოა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების აღსრულების მექანიზმები კვლავ ბუნდოვანი რჩება, რადგან ესპანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში შედის. თუმცა, როგორც Politico წერს, სავარაუდოა, რომ შტატები ეკონომიკურ აქტივობას უშუალოდ მადრიდიდთან შეზღუდავს.

ცნობისთვის, ბოლო ოფიციალური მონაცემებით აშშ-სა და ესპანეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა $48.3 მილიარდს შეადგენდა. ძირითადი პროდუქცია, რომლითაც ორი ქვეყანა ვაჭრობს, ნავთობი, დაფასოებული მედიკამენტები და ზეითუნის ზეთია. აშშ-ს მხრიდან ნედლი წიაღისეული საწვავის ექსპორტის მოცულობამ 2024 წელს $6.19 მილიარდი შეადგინა, სამედიცინო პრეპარატებისამ კი - $4.24 მილიარდი. რაც შეეხება ესპანური პროდუქციის ექსპორტს, ამ მხრივ ზეითუნის ზეთი ლიდერობს, $1.13 მილიარდით.

ჯერჯერობით 2026 წლის 6 თვის ყოვლისმომცველი სტატისტიკა გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე მადრიდსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირების გამო ორმხრივი ვაჭრობა იკლებს. მხოლოდ აპრილის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აშშ-ის ექსპორტი ესპანეთში მკვეთრად - 27.8%-ით დაეცა. ეს ვარდნა ძირითადად წიაღისეულ საწვავებზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა.

თავის მხრივ, აშშ-ის იმპორტი ესპანეთიდან 8.44%-ით შემცირდა, რაც ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების მკვეთრმა კლებამ გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდაიმედი
  • „ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვას გავასწორებთ“ — ირანი ტრამპის განცხადებას ეხმაურებაფორმულა
  • ტრამპი კიმ ჩენ ინზე: მე მას ვუგებ, ის კი მე მიგებსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

BM.GE

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

BM.GE