მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა
აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების ფონზე, ამერიკული ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა

BM.GE15 ივნისი, 2026, 06:24|bm.ge

ამერიკული ნავთობის (WTI) ფიუჩერსების ფასი აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში 4.8%-ით დაეცა და ბარელზე $80.80 შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ბაზარზე ფასების კლების მთავარი მიზეზი ვაშინგტონსა და თეირანს შორის იმაზე შეთანხმება გახდა, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად, ყოველგვარი გადასახადების დაწესების გარეშე, უპირობოდ გაიხსნება.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე Brent-ის მარკის ნავთობის ფასიც მკვეთრად, 3.9%-ით შემცირდა. მისი ღირებულება საქართველოს დროით ღამის 02:15-ზე ბარელზე $83.89 შეადგენს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების დასრულება ოფიციალურად სწორედ 15 ივნისს დაადასტურა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ყოველგვარი სატარიფო სისტემის დაწესების გარეშე გაიხსნება. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის გადაწყვეტილებით, ირანის საზღვაო ბლოკადა დაუყოვნებლივ შეწყდება.

რაც შეეხება თავად წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს, როგორც ირკვევა, მთავარი შუამავლის როლს მასში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი ასრულებდა. მისი განცხადებით, მხარეები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივი შეწყვეტაზე მორიგდნენ. შარიფისვე თქმით, ვაშინგტონი და თეირანი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას ხელს ოფიციალურად 19 ივნისს, შვეიცარიაში მოაწერენ, თუმცა რა იქნება ტექსტი გათვალისწინებული და რა - არ, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდგომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა და გასვლის მსურველ ხომალდებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა. ამ ფაქტმა ნავთობის ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია. ცნობისთვის, სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20%.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანებაიმედი
  • ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავსფორმულა
  • რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილირუსთავი 2
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE