მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ირანმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს
აშშ-ირანმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ირანმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 18:07|bm.ge

აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა შუამავლების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მიზნით არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს.

CNBC-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ნიუ-იორკში კატარელ შუამავლებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ ვაშინგტონისგან საპასუხო პოზიციას სამშაბათს ელოდება. შეხვედრაზე მხარეებმა ირანის მიერ წარდგენილი პირობების შესრულების გზები განიხილეს. არაღჩის განმარტებით, პასუხის მიღების შემდეგ ის თეირანში დაბრუნდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეირანის გეგმა გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვას, ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნასა და საზღვაო ბლოკადის დასრულებას ითვალისწინებს. ამასთან, ირანული მხარე ჰორმუზის სრუტის გახსნას სწორედ აღნიშნული პირობების შესრულებას უკავშირებს.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ წინადადებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმების სწრაფად მიღწევა ეკონომიკური ზეწოლის გამო სურს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა მხარემ შუამავლებთან ცალკე შეხვედრები გამართა.

ამასთან, ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ირანი "ვერაფერს ვერ მიიღებს", რაც სწორედ გაყინული ფინანსური აქტივების უკან დაბრუნების საკითხს უკავშირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზაიმედი
  • აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა - Reutersრუსთავი 2
  • ტრამპი: ომი მალე დასრულდება, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნებაფორმულა
  • ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის კანონს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში

ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში

BM.GE

ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და „დატენე" პარტნიორობას აცხადებენ

ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და „დატენე" პარტნიორობას აცხადებენ

BM.GE

შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.6%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი

შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.6%-ით გაზრდის - მსოფლიო ბანკი

BM.GE

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

BM.GE