მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება
აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE29 აგვისტო, 2026, 23:05|bm.ge

აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. საინფორმაციო გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ირანთან დაკავშირებული ფინანსური საქმიანობის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. სამიზნე ამჯერად ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის, Banque Misr-ის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი ფილიალებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი გეგმავს, ბანკის ამ ფილიალებს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომა შეუზღუდოს.

ამერიკული მხარის განცხადებით, Banque Misr-ის UAE-ის ფილიალები ირანთან დაკავშირებული ე.წ. ჩრდილოვანი საბანკო ქსელისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური არხი იყო. Reuters-ის ცნობით, ბოლო დაახლოებით ორწელიწად-ნახევარში ფილიალებმა 103 კომპანიასთან დაკავშირებული 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები დაამუშავეს. აშშ-ის შეფასებით, ამ კომპანიებს ირანულ ფინანსურ ქსელებთან კავშირი ჰქონდათ.

ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ ამერიკული ზომები მხოლოდ Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ფილიალებს შეეხება და ბანკის საქმიანობა ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში არ იზღუდება.

საგულისხმოა, რომ შეზღუდვები მხოლოდ ამ ბანკს არ ეხება. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ირანის Bank Melli-ის დუბაის ფილიალის მენეჯერსაც. სანქციების სამიზნე გახდა ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანიაც, რომელიც, ამერიკული მხარის განცხადებით, სანქცირებული ირანული ვალუტის გადამცვლელი კომპანიისთვის ფულის გათეთრებაში იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ ახალი სანქციები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ნაწილია. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია სხვა ქვეყნებსა და ფინანსურ ინსტიტუტებსაც აფრთხილებს, რომ ირანთან სანქცირებულ საქმიანობაში მონაწილეობამ შესაძლოა მათ წინააღმდეგაც გამოიწვიოს ზომების მიღება.

ახალი ნაბიჯები ირანსა და აშშ-ს შორის ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე გადაიდგა. თეირანმა კი ვაშინგტონის სანქციები დაგმო და მათ „სახელმწიფო ტერორიზმი“ უწოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა - სეს

ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა - სეს

BM.GE

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

BM.GE