მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა
ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE30 აგვისტო, 2026, 00:11|bm.ge

2026 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა BM.GE-ის განუცხადა.

ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე, თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო 72%-იანი დატვირთვით ოპერირებს და სტუმრებს აზიის და ევროპული ქვეყნებიდან იღებს. სასტუმროს გენერალურ მენეჯერს შემოდგომის სეზონზე მაღალი დატვირთვის მოლოდინი აქვს.

მედეა კობახიძე ფასების ცვლილებაზე მოქმედ ფაქტორებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული ფასები მათთვის საკმაოდ დაბალანსებული შედეგია.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Wyndham Grand Tbilisi-ის საშუალო ფასები დაახლოებით 6.5%-ით არის გაზრდილი. ჩვენთვის ეს არის საკმაოდ დაბალანსებული შედეგი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასტუმროს ფასებზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს - ბაზარზე არსებული მოთხოვნა, ტურისტული ნაკადების დინამიკა, ინფლაცია, საოპერაციო ხარჯები და ზოგადად ეკონომიკური გარემო. ფასის განსაზღვრისას ჩვენი მიდგომა არ არის მხოლოდ ნომრის ღირებულების გაზრდა. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება - ერთი მხრივ, ბაზრის რეალურ მოთხოვნასთან შესაბამისობა, ხოლო მეორე მხრივ, სტუმრისთვის შეთავაზებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის დაცვა. ამ კონტექსტში 6.5%-იანი ზრდა ჩვენთვის უფრო მეტად სტაბილური და ბაზართან დაბალანსებული დინამიკის მაჩვენებელია, ვიდრე აგრესიული ფასების ზრდა. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანად მდგრად პოზიციონირებას და გვაძლევს შესაძლებლობას, კონკურენტულ გარემოში ფასიც და სტუმრისთვის შეთავაზებული ღირებულებაც სწორად შევინარჩუნოთ“, - განმარტავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, Booking.com-ის მიხედვით, Wyndham Grand Tbilisi-ში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 370 ლარიდან იწყება და ნომრების კატეგორიების მიხედვით 587 ლარამდე იზრდება, რაც საუზმესაც მოიცავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა - სეს

ბათუმში ხე-მცენარეები ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა - სეს

BM.GE