
აშშ-ის იერიშს ირანმა რეგიონული სამიზნეების დაბომბვით უპასუხა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის საჰაერო თავდაცვის, საკომუნიკაციო და სარადარო სისტემებზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რასაც თეირანმა ამერიკის რეგიონულ სამიზნეებზე თავდასხმით უპასუხა.
ბოლო 24 საათში, იორდანიის თავდაცვის ძალებმა 13 ირანული რაკეტიდან 10-ის მოგერიება შეძლო, საჰაერო თავდასხმა ბაჰრეინის შეიარაღებულმა ძალებმაც გაანეიტრალა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, სამხედრო ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მცდელობებს მოჰყვა.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს „დიდი და ძლიერი“ უწოდა და თეირანს შემდგომი ნაბიჯების შემთხვევაში უფრო მძიმე იერიშებით დაემუქრა. პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის იძულებით დაბრუნებას არ ცდილობს და რომ ამჟამად ქვეყნის ხელმძღვანელობა სრულ ქაოსშია.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-ის მხრიდან შეთანხმების პირობების დაცვის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმთან დაბრუნების მზადყოფნა გამოთქვა.
BM.GE
წყარო: bm.ge