
სეს-მა თბილისში შპს „ველდან მით ფექტორის" ხორცის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, გეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისში, შპს „ველდან მით ფექტორი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქუჩა N184), ხორცის წარმოება-გადამუშავების ობიექტი შეამოწმეს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, დისტრიბუციის ეტაპზე ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.
ასევე, გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტი. გარდა ამისა, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესები.
გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო ხორცი დაილუქა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2025 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ცოტნე პაპაშვილია. წილები ასე ნაწილდება:
• შოთა ნოზაძე - 16% • გიორგი ჩაველაშვილი - 16% • ვეფხვია ქოროღლიშვილი - 16% • ირაკლი ილურიძე - 16% • თორნიკე პაპაშვილი - 16% • ცოტნე პაპაშვილი - 20%
BM.GE
წყარო: bm.ge