მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსა

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 21:42|bm.ge

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიის ფარგლებში მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება Real America’s Voice-ის ეთერში გააჟღერა, თუმცა კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტი და ქვეყანა არ დაუსახელებია.

ბესენტის განმარტებით, ვაშინგტონი ახალი შეზღუდვების ამოქმედებას ორშაბათს გეგმავს, რათა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგოს. ხაზინის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მოუწოდა, მოვლენების განვითარებას მომავალ კვირას ყურადღებით დააკვირდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეგვიპტის სიდიდით მეორე ბანკის დუბაის ფილიალები უკვე დაასანქცირა. არსებული მონაცემებით, ამ სტრუქტურამ ირანულ მხარეს $1.8 მილიარდის ოდენობის ფინანსური რესურსი გადასცა.

ამასთან, აშშ-ის ხაზინამ 4 სექტემბერს თურქეთში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის, Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურად შემოიღო. ხაზინის მდივნის განცხადებით, თურქეთის სიდიდით 30-ე ბანკი, რომელიც ირანულ სუბიექტებს თანხებს ურიცხავდა, საქმიანობას უახლოეს პერიოდში სწორედ ამერიკული შეზღუდვების დამსახურებით შეწყვეტს.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების თანმიმდევრული დაწესება თებერვალში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ დაიწყო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანის ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკა რეგიონში ვითარების ესკალაციის პარალელურად გაააქტიურა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • უილსონი: ოცნების რეჟიმი ტერორისტულ ირანს ხვდება, ეს ტრამპის შეურაცხყოფააფორმულა
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

საუდის არაბეთმა სინგაპურში ნავთობის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

წელს გაიზარდა დიდი ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა და ფასიც - TBC Capital

BM.GE

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

9 თვეში ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა - რა მოცულობის ტვირთები მოძრაობს ნავსადგურში?

BM.GE

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

MTA საბაგიროების აბონემენტების გაყიდვის წესს ცვლის - ბილეთები მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე გაიყიდება

BM.GE