მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის კოსმოსური ძალები სარაკეტო გაშვებებზე $30 მილიარდს დახარჯავს
აშშ-ის კოსმოსური ძალები სარაკეტო გაშვებებზე $30 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ის კოსმოსური ძალები სარაკეტო გაშვებებზე $30 მილიარდს დახარჯავს

BM.GE21 ივლისი, 2026, 21:00|bm.ge

აშშ-ის კოსმოსურმა ძალებმა სარაკეტო გაშვებების შესყიდვის ბიუჯეტის ზედა ზღვარი $30 მილიარდამდე გაზარდა. თავდაპირველად კოსმოსური ძალები Lane 1-ის ფარგლებში 30 მისიის განხორციელებასა და $5.6 მილიარდის დახარჯვას გეგმავდა, ხოლო Lane 2-ის კონტრაქტი 2029 წლამდე დაგეგმილი 54 გაშვებისთვის $13.7 მილიარდით შემოიფარგლებოდა, თუმცა მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო.

ამასთან, მოთხოვნის ზრდა სამხედრო პროგრამების გაფართოებას უკავშირდება. კერძოდ, კოსმოსურმა ძალებმა SpaceX-თან მრავალმილიარდიანი კონტრაქტები გააფორმა, რომლებიც პენტაგონის კოსმოსური მონაცემთა ქსელისა და ჰაერში მოძრავი სამიზნეების ინდიკაციის პროგრამებისთვის თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული სისტემები ამერიკულ ძალებს გლობალურ კავშირსა და სამიზნეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. პარალელურად იგეგმება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის, Golden Dome-ის განთავსება, რაც კოსმოსში განთავსებულ მრავალრიცხოვან სენსორს მოიცავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ 2027 ფისკალური წლისთვის კოსმოსური ძალებისთვის $71.1 მილიარდი მოითხოვა, რაც 2026 წლის $40-მილიარდიან ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა.

ცნობისთვის, აშშ-ის კოსმოსური ძალები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კოსმოსურ ოპერაციებს ახორციელებს და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 2019 წელს შეიქმნა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უძრავი ქონების სკანდალში გაეხვა

BM.GE

"ნავთობის ფასი შესაძლოა 120-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს" - Goldman Sachs

"ნავთობის ფასი შესაძლოა 120-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდეს" - Goldman Sachs

BM.GE

"დაშენებული" სადაზღვევო პაკეტების ბაზარი აუცილებლად გაიხსნება - ეს დროის საკითხია - ნინა კობახიძე

"დაშენებული" სადაზღვევო პაკეტების ბაზარი აუცილებლად გაიხსნება - ეს დროის საკითხია - ნინა კობახიძე

BM.GE

Samsung-მა რობოტების წარმოების დეპარტამენტი შექმნა

Samsung-მა რობოტების წარმოების დეპარტამენტი შექმნა

BM.GE