მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მოსამართლემ კენედის მემორიალური ცენტრისთვის ტრამპის სახელის მინიჭება უკანონოდ ცნო
აშშ-ის მოსამართლემ კენედის მემორიალური ცენტრისთვის ტრამპის სახელის მინიჭება უკანონოდ ცნო

აშშ-ის მოსამართლემ კენედის მემორიალური ცენტრისთვის ტრამპის სახელის მინიჭება უკანონოდ ცნო

BM.GE30 მაისი, 2026, 22:41|bm.ge

ამერიკელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრიდან დონალდ ტრამპის სახელი უნდა წაიშალოს. მისი განჩინებით, ვაშინგტონში მდებარე პრესტიჟული დაწესებულებისთვის სახელის გადარქმევა კონგრესის აქტის გარეშე დაუშვებელია.

ვაშინგტონის რაიონულმა მოსამართლემ კრისტოფერ კუპერმა ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, 14 დღის განმავლობაში ჩამოხსნას ტრამპის სახელობის ყველა ფიზიკური აბრა და ოფიციალური მასალებიდან ამოიღოს "ტრამპ-კენედის ცენტრზე" ნებისმიერი მითითება.

"კენედის ცენტრის ორგანული წესდება ნათლად ადგენს, რომ ცენტრი პრეზიდენტ კენედის სახელობისაა და არ შეიძლება, მას სხვა ოფიციალური სახელი ან საჯარო მემორიალის სტატუსი მხოლოდ საბჭოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით მიენიჭოს. ცენტრს სახელი კონგრესმა მიანიჭა და მისი შეცვლაც მხოლოდ კონგრესს შეუძლია", - წერს კუპერი 94-გვერდიან განჩინებაში.

განჩინებიდან მალევე ტრამპმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კენედის ცენტრის მფლობელობის გადაცემაზე კონგრესთან ითანამშრომლებს.

"დავავალე ვაჭრობის დეპარტამენტს, კონგრესთან ერთად გაატაროს ყველა აუცილებელი ზომა ამ ინსტიტუციის სრულად და საბოლოოდ გადასაცემად, რათა მისი ოპერირების, მოვლა-პატრონობისა და მართვის პასუხისმგებლობა მათ დაეკისროთ", - დაწერა მან.

მოსამართლე კუპერმა დროებით ამ ზაფხულს დაგეგმილი რემონტისთვის დახურვის გადაწყვეტილებაც დაბლოკა.

"საბჭომ გადაწყვეტილება ინფორმაციის არასაკმარის, ცალმხრივ პრეზენტაციას დააფუძნა და თავისი კანონისმიერი ვალდებულებებისა და დახურვით გამოწვეული პოტენციური უარყოფითი შედეგების განხილვა უგულებელყო", - აღნიშნა კუპერმა და სარემონტო სამუშაოების გამო ოპერირების შეჩერების გადაწყვეტილებას "არაინფორმირებული და წინასწარ განსაზღვრული" უწოდა.

თავის პოსტში ტრამპმა დაგეგმილ რემონტზე თავისი ხედვაც დაიცვა.

"თუ არ მექნება თავისუფლება, გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის - აღვადგინო ეს ინსტიტუცია ფიზიკურად, ფინანსურად და შემოქმედებითად, არ მაქვს ინტერესი, გავაგრძელო ეს უიმედო მოგზაურობა "ნევერლენდში", - დაწერა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თანამდებობის დაკავებიდან მალევე (თებერვალში), ტრამპმა კენედის ცენტრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ საკუთარი თავი დანიშნა, რასაც მან ცენტრის "ხელში ჩაგდება" უწოდა. მან საბჭო გაწმინდა და წევრები თავისი დანიშნული პირებით ჩაანაცვლა.

დეკემბერში კენედის ცენტრის საბჭომ ტრამპის სახელის დამატების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა.

იმ დროს ჯონ კენედის ძმისშვილმა და მასაჩუსეტსის ყოფილმა კონგრესმენმა ჯო კენედი III-მ ეჭვი შეიტანა ცენტრისთვის სახელის ლეგალურად გადარქმევის შესაძლებლობაში.

"კენედის ცენტრი არის დაღუპული პრეზიდენტის ცოცხალი მემორიალი და მას პრეზიდენტ კენედის სახელი ფედერალური კანონით მიენიჭა. მას ისევე ვერ გადაარქმევენ სახელს, როგორც ლინკოლნის მემორიალს, ვინც არ უნდა თქვას რაიმე", - დაწერა მან X-ზე.

ცენტრი, რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნების კერაა და ვაშინგტონში დიდი კულტურული მნიშვნელობა აქვს. ის დიდი ხნის განმავლობაში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა ტრამპის მმართველობის პირობებში თეთრი სახლის კულტურული დღის წესრიგის ნაწილად იქცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE