მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მთავრობა ახალი AI მოდელებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
აშშ-ის მთავრობა ახალი AI მოდელებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

აშშ-ის მთავრობა ახალი AI მოდელებისთვის რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

BM.GE9 მაისი, 2026, 20:44|bm.ge

აშშ-ის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ზედამხედველობის მიზნით, შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდეს. The New York Times-ის ინფორმაციით, განხილვის პროცესში არსებული ერთ-ერთი სცენარი ახალი მოდელების საჯარო სივრცეში გამოჩენამდე მათ ფედერალურ შემოწმებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე საბოლოო მიდგომა ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა თეთრი სახლი ბრიტანულ მოდელს განიხილავს, სადაც ზედამხედველობის რამდენიმე შრე ტექნოლოგიების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს, რათა ბაზარზე საშიში AI მოდელი არ გამოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სტრუქტურის ჩამოყალიბება ადმინისტრაციის მიდგომის მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს. აქამდე მოქმედი სამოქმედო სტრატეგია ტექნოლოგიური სექტორის მიმართ ლოიალურობით გამოირჩეოდა და კომპანიებისთვის მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებდა.

როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციების მიზანი ინდუსტრიაში არსებული მზარდი სამართლებრივი დავებისა და უსაფრთხოების რისკების პრევენციაა. ამასთან, თეთრი სახლის შიგნით არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ინიციატივამ საბოლოო სახე ვერ მიიღოს და პროცესი შეჩერდეს.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხი ბოლო პერიოდში საერთაშორისო დონეზე აქტიურად განიხილება, ბუნებრივია, პროცესს თან ახლავს შიდა პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა რეგულაციების სიმკაცრესთან დაკავშირებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE