მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რუსეთსა და ირანს დრონის კომპონენტებით კვლავ ამარაგებს - WSJ
აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რუსეთსა და ირანს დრონის კომპონენტებით კვლავ ამარაგებს - WSJ

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ჩინეთი რუსეთსა და ირანს დრონის კომპონენტებით კვლავ ამარაგებს - WSJ

BM.GE7 მაისი, 2026, 03:17|bm.ge

ჩინური კომპანიები კვლავაც აგრძელებენ ძრავების, მიკროჩიპებისა და სხვა კომპონენტების მიწოდებას ირანისა და რუსეთისთვის "შაჰედის" ტიპის კამიკაძე-დრონების საწარმოებლად, აშშ-ის სანქციების მიუხედავად - წერს The Wall Street Journal-ი.

ჩინეთის საბაჟო მონაცემების თანახმად, ჩინეთში არსებული კომპანიები ირანისა და რუსეთის ქარხნებში ასობით კონტეინერ კომპონენტს გზავნიან. მაგალითად, Xiamen Victory Technology მათ Limbach L550-ის ძრავებს - "შაჰედ-136" კამიკაძე-დრონის საკვანძო კომპონენტს უგზავნის, რომელსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აშშ-ისა და ევროპის სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით ჩინელი ექსპორტიორები კონკრეტულ ტვირთებს განზრახ არასწორად ანიჭებდნენ კლასიფიკაციას, თუმცა, აშშ-ის ხაზინის მაღალჩინოსნებისა და შეიარაღების ანალიტიკოსების თქმით, ხშირ შემთხვევაში ისინი ამ ხერხსაც აღარ მიმართავენ.

აშშ-ის ხაზინის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი დიდი ხანია ამერიკული და ევროპული წარმოების კომპონენტებისთვის სატრანზიტო ჰაბის როლს ასრულებს, რომლებიც შესაძლოა დრონების საწარმოო ობიექტებზე ირანსა და რუსეთში გადამისამართდეს. მათ დასძინეს, რომ ასეთი ნაწილები სულ უფრო ხშირად მზადდება თავად ჩინეთში, ძირითადად მცირე ქარხნებში, რომლებსაც დასავლური სანქციები არ აშინებთ.

აშშ-ის ხაზინის გამოძიებამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა ამერიკული და ევროპული კომპონენტი ავტორიზებული დისტრიბუტორების მეშვეობით საცალო მოვაჭრეებს კონტინენტურ ჩინეთში ან ჰონგ-კონგში ეგზავნებოდათ, რომლებიც შემდეგ მათ ირანში ან რუსეთში აგზავნიდნენ.

გადახდები, როგორც წესი, ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რომელთა დაფუძნებაც ჰონგ-კონგში მარტივია და რომლებიც საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილის დამალვას ეხმარებიან.

"ჩინელები თვალს ხუჭავდნენ ამ ნაკადზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი არაერთხელ გამჟღავნდა საჯარო ანგარიშებსა და სანქციების დაწესებისას", - განაცხადა მიად მალეკმა, აშშ-ის ხაზინის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც უცხოური აქტივების კონტროლის ოფისში (OFAC) სანქციების პროგრამებს კურირებდა.

Conflict Armament Research-მა, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ჯგუფმა, რომელიც იარაღით უკანონო ვაჭრობას იძიებს, განაცხადა, რომ მათ "შაჰედის" დრონებში ჩინელი მწარმოებლების კომპონენტების გამოყენების "შესამჩნევი ზრდა" შენიშნეს.

ჩინეთის საბაჟო მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ ადგილობრივი კომპანიები სულ უფრო მეტად არიან მზად დრონის კომპონენტებით ღიად ვაჭრობისთვის, მიუხედავად აშშ-ისა და ევროპის სანქციებისა.

მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს არ შეუძლია ამ ვაჭრობის სრულად შეჩერება, ამიტომ მისი მიზანი ირანისა და რუსეთისთვის ხარჯების მაქსიმალურად გაზრდაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE