მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 14:47|bm.ge

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს წინააღმდეგ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ხელისუფლება აქამდე ამ კომპენსაციის გადახდის შეჩერებას ცდილობდა საფრანგეთის იურისდიქციაში, სადაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო კოლეგიამ განიხილა და ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს 383-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი (SOFR+4%)-ის ოდენობით, რაც კომპენსაციის ძირს ერიცხება თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე, ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება. საფრანგეთის სასამართლოში განხილვების დასრულებამდე კომპენსაციის აღსრულება შეჩერებული იყო. თუმცა, ახლა უკვე აშშ-ის სასამართლოს განაჩენით მისი აღსრულების პროცესის დაძვრა არის განსაზღვრული.

როგორც სასამართლოს ჩანაწერიდან ირკვევა, ENKA Renewables-მა მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ, რომ აშშ არის არბიტრაჟის შესახებ 1958 ნიუ-იორკის საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი მხარე და მისი იურისდიქციის გამოყენება მოდავე მხარეებს სამართლიანად შეუძლიათ. ENKA-მ წარადგინა 2024 წლის დეკემბრის განაჩენი, რის საფუძველზეც, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ განაჩენი აღსრულებაში მოაქცია.

BM.GE იუსტიციის სამინისტროს მიმართავს კითხვებით არის თუ არა შესაძლებელი და/თუ მოხდება აშშ-ის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება.

რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?

საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორსმაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.

ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა.

"ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.

კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

ყველაზე დაბალი ხელფასი კვლავ განათლების სექტორშია - სად არის ყველაზე მაღალი/დაბალი ანაზღაურება საქართველოში?

BM.GE

"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

"ევროკრედიტის" და Joyboy-ის ციფრული ავტოსესხის კამპანიამ Ad Black Sea-ზე ბრინჯაოს ორი ჯილდო მოიპოვა

BM.GE

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 76%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 76%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE

Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს

Ad Black Sea 2026 -ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს

BM.GE