მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის თავდაცვის სააგენტომ სუსის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ათეულობით როუტერი გადასცა
აშშ-ის თავდაცვის სააგენტომ სუსის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ათეულობით როუტერი გადასცა

აშშ-ის თავდაცვის სააგენტომ სუსის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ათეულობით როუტერი გადასცა

BM.GE8 ივლისი, 2026, 14:58|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა. ამერიკული მხარის ეს დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარებას და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორმა, ბექა მამარდაშვილმა, რომელმაც DTRA-ის კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ქენედეის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამერიკული აპარატურის ინტეგრირებით, სუს-ის სააგენტო სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. უწყების ცნობით, საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე მსგავსი ინფრასტრუქტურა უკვე წარმატებით მუშაობს.

უსაფრთხოების მართვის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წლის თებერვალში სასაზღვრო პოლიციის სექტორ „ლეკისყურეში“ სააგენტომ სატელიტური ინტერნეტის სარეზერვო ქსელის საპილოტე ინსტალაციაც განახორციელა, რამაც ინფორმაციის მართვის პროცესი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობისა და შესაბამისი სერვისების შესყიდვა, რათა აშშ-ის დახმარებით დაგეგმილი პროექტი სრულად ამოქმედდეს და მაღალსიჩქარიანი ქსელით საზღვრის 35-ვე სექტორი აღიჭურვოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

BM.GE

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

სებ-მა ლარში ნომინირებული სტაბილკოინების გამოშვებისთვის დამატებითი წესი განსაზღვრა

BM.GE