მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებში "დიდი პროგრესია"
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებში "დიდი პროგრესია"

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანთან მოლაპარაკებებში "დიდი პროგრესია"

BM.GE20 მაისი, 2026, 20:34|bm.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თეთრ სახლსა და თეირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მხარეებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას ვენსმა აღნიშნა, რომ ამჟამად სამხედრო კამპანიის განახლება არცერთ მხარეს არ სურს. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა ირანის მზაობას მკაფიოდ ხედავს და აქვს სურვილი, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ახალ შეთანხმებას მიაღწიონ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოლაპარაკებების მთავარ პირობად დონალდ ტრამპი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის სამუდამოდ თქმას მიიჩნევს. ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყნის ლიდერის პოზიცია გაიზიარა და აღნიშნა, რომ თეირანმა ბირთვული პოტენციალის აღდგენაზე უარი საბოლოოდ უნდა თქვას. მისი განცხადებით, ირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვება სპარსეთის ყურის რეგიონში შეიარაღების ახალ რბოლას გამოიწვევს.

ამერიკელი ლიდერი იმედოვნებს, რომ კონფლიქტის დასრულება უახლოეს პერიოდში მოხერხდება, თუმცა ხაზგასმით იმეორებს, რომ თეთრი სახლი სამხედრო დარტყმების განახლებისთვის ნებისმიერ დროს მზადაა. მისი თქმით, ეს აუცილებლად მოხდება, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE