მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა
აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

აშშ კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 19:59|bm.ge

Financial Times-ის ინფორმაციით, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეუჩერებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები კიევს იარაღის მიწოდების შეჩერებით დაემუქრა.

მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გაფრთხილება კონკრეტულად სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტასა და უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის სპეციალური მექანიზმის დაბლოკვას ითვალისწინებს.

FT-ს ევროპელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა ისიც, რომ ამერიკის თავდაცვის უწყება კონტინენტის მასშტაბით ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, კიევზე ზეწოლა სწორედ ევროპელი მოკავშირეების დახმარებით გაზარდოს.

ინფორმაციისთვის, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში და, თხოვნის მიუხედავად, რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეუჩერებლობაში დაადანაშაულა. ქვეყნის ლიდერმა ღიად თქვა, რომ სწორედ კიევის ქმედებები იწვევს დიზელის ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ, გლობალურად საწვავის ფასების გაძვირებას განაპირობებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"იმედი გვაქვს, მოხმარდება, საცხოვრისით უზრუნველყოფას" - პრემიერი დევნილი ოჯახების ფულად კომპენსაციებზე

"იმედი გვაქვს, მოხმარდება, საცხოვრისით უზრუნველყოფას" - პრემიერი დევნილი ოჯახების ფულად კომპენსაციებზე

BM.GE

₾12 000-ზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ - ირაკლი კობახიძე

₾12 000-ზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ევროკავშირმა უკრაინისთვის €3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსა

ევროკავშირმა უკრაინისთვის €3 მილიარდის სამხედრო დახმარების გამოყოფა დააანონსა

BM.GE

ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა ორივე - აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც - ირაკლი კობახიძე

BM.GE