
აშშ-მა ჩინეთი AI მოდელების მოპარვაში დაადანაშაულა და სანქციებით დაემუქრა
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების შესაძლო მოპარვის საკითხს შეისწავლის. როგორც ბესენტმა განმარტა, ვაშინგტონმა ჩინური მხარის წინააღმდეგ შესაძლოა სპეციალური სანქციების დაწესებასაც კი განიხილავს. Fox Business-თან ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას შტატები არ შეეგუება.
არსებული ინფორმაციით, საუბარია AI მოდელების სწავლების ე.წ. „დისტილაციის“ მეთოდზე, როდესაც ჩინური ტექ-კომპანიები თუ სტარტაპები თავისი შედარებით სუსტი მოდელის შესაქმნელად უფრო ძლიერი ამერიკული სისტემების მონაცემებს იყენებენ. ბესენტის თქმით, ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩინურ მოდელებში აშშ-ის ენობრივი სისტემების სახასიათო ნიშნები უკვე აღმოაჩინეს. საყურადღებოა, რომ ჩინური კომპანია Alibaba-ს წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებით ამერიკულ სენატს გასულ თვეში Anthropic-მაც მიმართა.
ამჟამინდელი ცნობებით, სექტემბერში ფინანსთა მინისტრების დონეზე წარმოდგენილი ჩინური და ამერიკული დელეგაციები ერთმანეთს შეხვდებიან და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სკოტ ბესენტის განცხადება დროში ემთხვევა ბაზარზე ჩინური ღია კოდის მოდელების, განსაკუთრებით კი სტარტაპ Moonshot AI-ის მიერ შექმნილი Kimi K3-ს გამოსვლას. იმ მოდელის, რომელიც ამერიკულ OpenAI-სა და Anthropic-ს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ.