
აშშ-მა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ჩინეთის მოქალაქეების უვიზო შესვლის პროგრამა შეაჩერა.
როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება შიდა უსაფრთხოების მდივან მარკვეინ მალინის ხელმოწერით დამტკიცდა და ის მიზნად ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ შეზღუდვას, შესაძლო ჯაშუშობის რისკების განეიტრალებასა და მეზობელ კუნძულ გუამზე არალეგალური მიგრაციის აღკვეთას ისახავს.
ახალი რეგულაცია ძალაში 30 ოქტომბერს შევა და ის როგორც ახალ აპლიკანტებზე, ასევე უკვე დამტკიცებული ნებართვის მქონე პირებზე გავრცელდება. ტერიტორიაზე უკვე მყოფ მოგზაურებს ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე დარჩენის უფლება შეუნარჩუნდებათ, თუმცა მომავალი ვიზიტებისთვის მათ სტანდარტული ამერიკული ვიზის მიღება მოუწევთ.
უწყების შეფასებით, გამარტივებული მიმოსვლა ჩინეთის სასარგებლოდ სადაზვერვო მონაცემების შეგროვების რისკებს ზრდიდა. ცნობისთვის, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე აშშ-ის ტინიანის სამხედრო-საჰაერო ბაზა მდებარეობს, მეზობელი კუნძული გუამი კი ამერიკის შეიარაღებული ძალების რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს აერთიანებს.
BM.GE
წყარო: bm.ge