მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნიდერლანდების მთავრობამ 25,000 საჯარო მოხელის AI-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა
ნიდერლანდების მთავრობამ 25,000 საჯარო მოხელის AI-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა

ნიდერლანდების მთავრობამ 25,000 საჯარო მოხელის AI-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 19:35|bm.ge

ნიდერლანდების ხელისუფლებამ ცენტრალური ადმინისტრაციის 25,000 სრულ განაკვეთზე მომუშავე საჯარო მოხელის შემცირების გეგმა წარადგინა.

რეფორმის ხელმძღვანელმა სახელმწიფო მდივანმა, ერიკ ვან დერ ბურგმა პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა. მისი შეფასებით, სახელმწიფო აპარატი „უფრო მარტივი, ჭკვიანი და მცირე ზომის“ უნდა გახდეს. ამ პროცესში ხელისუფლება მთავარ როლს ხელოვნურ ინტელექტს ანიჭებს, რომელიც გათავისუფლებულ თანამშრომლებს სრულად ჩაანაცვლებს.

ახალი ფინანსური გეგმით, ადმინისტრაცია 2027 წელს €900 მილიონს დაზოგავს. 2035 წლიდან კი წლიური ეკონომია €3.5 მილიარდს მიაღწევს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად ხელისუფლება მასშტაბურ დერეგულაციას გეგმავს. ოფიციალური გეგმის თანახმად, ყოველწლიურად სულ მცირე 500 რეგულაცია გაუქმდება ან გამარტივდება. კაბინეტი მტკიცების ტვირთის გერმანული მოდელის დანერგვას განიხილავს. ამ წესით, სამინისტროებმა რეგულაციების შენარჩუნების აუცილებლობა თავად უნდა დაასაბუთონ.

ცნობისთვის, 2021 წლიდან ნიდერლანდების ცენტრალურ ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა რიცხვი 140,000-დან 170,000-მდე გაიზარდა. ახალი გეგმა მიზნად სწორედ ამ მრავალწლიანი ზრდის ტენდენციის შეჩერებასა და სახელმწიფო აპარატის შემცირებას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტარიფების კანონპროექტი სემეკს ჩარჩოს უწესებს, აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს - შოთა ბერეკაშვილი

ტარიფების კანონპროექტი სემეკს ჩარჩოს უწესებს, აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

BM.GE

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

BM.GE

ქონების სააგენტო სახელმწიფო საწარმოების მართვას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს - აუდიტი

ქონების სააგენტო სახელმწიფო საწარმოების მართვას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს - აუდიტი

BM.GE