მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ჩინური კომპანიებისთვის AI ჩიპების მიწოდების შეზღუდვა დააწესა
აშშ-მა ჩინური კომპანიებისთვის AI ჩიპების მიწოდების შეზღუდვა დააწესა

აშშ-მა ჩინური კომპანიებისთვის AI ჩიპების მიწოდების შეზღუდვა დააწესა

BM.GE1 ივნისი, 2026, 19:00|bm.ge

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა საზღვარგარეთ მდებარე ჩინური კომპანიებისთვის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდება შეზღუდა. ამერიკულმა უწყებამ საკანონმდებლო ხარვეზი გამოასწორა და Blackwell-ის ტიპის პროცესორების ექსპორტზე მკაცრი კონტროლი დააწესა. დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი სალიცენზიო მოთხოვნები ჩინეთში დაფუძნებული ორგანიზაციების საერთაშორისო ფილიალებზეც გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო "ხვრელის" გამო მალაიზიასა და სხვა ქვეყნებში განთავსებული ჩინური კომპანიების ფილიალები ამ გზით ასობით ათასი მიკროსქემის მიღებას ახერხებდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის კრის მაკგუაირის განცხადებით, ის, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ დაუშვა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი უდიდესი დარტყმა იყო და მისი გამოსწორება მხოლოდ მისასალმებელია.

რაც შეეხება უშუალოდ იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობაზეც დეპარტამენტის გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს გავლენა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტ Nvidia-ში განმარტავენ, რომ ახალ რეგულაციას მათზე პირდაპირი გავლენა არ ექნება. ამასთან, ტექკომპანიაში მოელიან, რომ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო მკაცრად გაკონტროლდება და საკანონმდებლო "ხვრელები" აღარ იარსებებს.

შეგახსენებთ, აღნიშნული სამართლებრივი ხარვეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2025 წლის მაისში გაჩნდა. ეს კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებული ხელოვნური ინტელექტის ჩიპების დიფუზიის წესის აღსრულებაზე უარის თქმამ განაპირობა. მაშინ თეთრ სახლში განმარტავდნენ, რომ წინამორბედი პრეზიდენტის მიერ მიღებული რეგულაციები არასაკმარისი იყო და რომ ახალი ადმინისტრაცია თავად უკეთ მოახერხებდა პრობლემის გადაჭრას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-ი კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონ კოღოს გაუშვებს - რას გეგმავს კომპანია?

Google-ი კალიფორნიასა და ფლორიდაში 32 მილიონ კოღოს გაუშვებს - რას გეგმავს კომპანია?

BM.GE

ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

ზელენსკი ზამთრის დადგომამდე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგენას ითხოვს

BM.GE

„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

„უფასო ელექტროენერგია არავის განუსაზღვრავს, მოსახლეობამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადაეხადათ“ - სემეკის წევრი მესტიაზე

BM.GE

„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

„NextWave Payment Innovation“ - Mastercard Academy-მ თბილისში რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

BM.GE