მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო დასტურს ელიან - Axios
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო დასტურს ელიან - Axios

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო დასტურს ელიან - Axios

BM.GE28 მაისი, 2026, 23:20|bm.ge

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ამერიკელმა და ირანელმა დიპლომატებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისა და ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მედიის ცნობით, ქვეყნები 60-დღიანი თავდაუსხმელობის მემორანდუმის ხელმოსაწერად ემზადებიან. თუმცა Axios-ის ინფორმაციით, დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის საბოლოო დაადასტურებს. ამჟამინდელი ცნობებით, დონალდ ტრამპმა მედიატორებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სთხოვა.

როგორც ირკვევა, მხარეებმა შეთანხმების ძირითადი პირობები ჯერ კიდევ სამშაბათს შეათანხმეს. ამის შემდეგ დოკუმენტი დასამტკიცებლად უმაღლეს ხელმძღვანელობას გადაეცა. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ირანულმა მხარემ ვაშინგტონს უკვე შეატყობინა, რომ მზად არის ხელმოწერისთვის.

საყურადღებოა, რომ თავად ოფიციალურ თეირანს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

რაც შეეხება დოკუმენტის კონკრეტულ პირობებს, ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის სრულ, შეუზღუდავ აღდგენას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ირანმა სრუტეში განთავსებული ყველა საზღვაო ნაღმი 30 დღის ვადაში უნდა გააუვნებელყოს.

პარალელურად, ამერიკული მხარე საზღვაო ბლოკადას ეტაპობრივად, სრუტეში საზღვაო გადაზიდვების აღდგენის მასშტაბების პროპორციულად მოხსნის. დოკუმენტი ასევე მოიცავს თეირანის ოფიციალურ პირობას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ბირთვულ იარაღს არ შექმნის.

რაც შეეხება უკვე გამდიდრებულ ურანს, მათი ბედის გადასაწყვეტად მხარეები 60-დღიან ვადას აიღებენ. დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, ვაშინგტონი, სავარაუდოდ, ირანისთვის სანქციების შემსუბუქებასა და გაყინული ფინანსების დაბრუნებაზეც იმსჯელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE