მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის დახმარებისთვის რუსულ VTB Bank-ს ახალი სანქციები დაუწესა

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 13:39|bm.ge

აშშ-მა ირანის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, VTB Bank-ს, ახალი სანქციები დაუწესა. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ნაბიჯი თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც ირანული რეჟიმისთვის ფინანსური რესურსების გადაკეტვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, VTB Bank-მა ირანში ფილიალები გახსნა, დაამყარა კავშირები სანქცირებულ ირანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და მონაწილეობდა მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული აქტივების გადარიცხვაში.

აშშ-მა VTB Bank-ს სანქციები პირველად 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაუწესა, ხოლო 2025 წლის იანვარში რუსული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობისთვის.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც VTB-სთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, მეორადი სანქციების სერიოზული რისკის წინაშე დადგებიან და შესაძლოა აშშ დოლარის სისტემას ჩამოაშორონ.

ტრამპის ადმინისტრაციის ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, ვაშინგტონი მიმდინარე კვირაში გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრას გეგმავს, რათა ირანის რეჟიმთან და მის მოკავშირეებთან დაკავშირებული ფინანსური ქსელები ჩაკეტოს.

VTB Bank-ს მსოფლიო მასშტაბით 1 000-ზე მეტი ფილიალი აქვს, მათ შორის ჩინეთშიც.

გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დააწესა ირანის ავიაციაზე, თურქულ ბანკსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ფინანსურ სუბიექტებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

BM.GE

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

BM.GE

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

Ford Everest  საქართველოში ორი კომლექტაციით შემოვიდა

BM.GE

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

BM.GE