მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მიზანში "ჩრდილოვანი საბანკო" ქსელები ამოიღო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მიზანში "ჩრდილოვანი საბანკო" ქსელები ამოიღო

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მიზანში "ჩრდილოვანი საბანკო" ქსელები ამოიღო

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 16:16|bm.ge

შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღა აამოქმედა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში. ეს ნაბიჯი მომავალ წელს საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაფრთხილებას მოჰყვა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესდა ორ ათეულზე მეტ ირანულ სავალუტო ჯიხურს, ფიქტიურ კომპანიასა და საკვანძო პერსონალს "ირანის გლობალური ჩრდილოვანი საბანკო ქსელების მოშლის მასშტაბური მცდელობის ფარგლებში".

"ირანის ჩრდილოვანი საბანკო სისტემა გაკოტრებული რეჟიმის უკანასკნელი ფინანსური საყრდენია", - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

ხაზინის ცნობით, ეს სუბიექტები ირანს ეხმარებიან "საერთაშორისო საფინანსო სისტემის გავლით მილიარდობით დოლარის გადარიცხვაში, რათა რეჟიმს ყოვლისმომცველი სანქციების მიუხედავად უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეუნარჩუნდეს".

ბესენტმა ასევე პირობა დადო, რომ "ხაზინა გააგრძელებს ამ უკანონო ქსელების დემონტაჟს, სანამ გველის თავს საბოლოოდ არ დავმარხავთ".

ოფიციალური განცხადების თანახმად, სანქცირებულ სუბიექტებს ირანის ცენტრალური ბანკი აკონტროლებს.

დასანქცირებულ კომპანიებს შორისაა ირანში ბაზირებული "Rahbar Bazargani Nesim Baharan Qeshm Company" ("Nesim Baharan"). ხაზინის მტკიცებით, აღნიშნული სტრუქტურა მჭიდროდ თანამშრომლობდა ირანულ სავალუტო პუნქტებსა და მათ ფიქტიურ კომპანიებთან, რათა "Sarmayeh Bank"-ის კლიენტების, მათ შორის მსხვილი ნავთობქიმიური კომპანიების სახელით ტრანზაქციები განეხორციელებინა. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა კომპანიებს: "Mina Fashki and Partners Exchange Company" ("Fashki Exchange") და "Mellat Exchange Company", ასევე მათ მფლობელებსა და თანამშრომლებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა განაცხადა, რომ მისმა სადამსჯელო სანქციებმა ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დააგდო, ინფლაცია კი დაახლოებით 90%-მდე გაზარდა.

სააგენტო AP-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ თეირანს კვლავ აქვს იმედი, რომ დიპლომატია აშშ-თან ცხრათვიან ომს დაასრულებს. ამავდროულად, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმება სურს, თუმცა ისეთი პირობებით, რაც მისთვის მიუღებელია.

ტელეკომპანია Fox News-ის ცნობით, ტრამპმა მათ საერთაშორისო კორესპონდენტს განუცხადა, რომ ის "მზადაა გასცეს ბრძანება ირანზე სამხედრო დარტყმების შესახებ ახალი წლის შემდეგ, თუ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება არ შედგება".

ეს განცხადებები იმ დიპლომატიური მცდელობების ფონზე გაკეთდა, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დასრულებას - ომის, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია, საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხება, ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების ზრდა და რეგიონის არაერთი ქვეყნის ჩართვა გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს

BM.GE

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე

BM.GE

კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს ძირეულ პრობლემებს შეუქმნიდა - კობახიძე

BM.GE

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“|ირაკლი კობახიძე - სუროგაციაზე

BM.GE