მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა - ვის და რატომ შეეხო შეზღუდვები?
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა - ვის და რატომ შეეხო შეზღუდვები?

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა - ვის და რატომ შეეხო შეზღუდვები?

BM.GE29 მაისი, 2026, 17:54|bm.ge

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. Reuters-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ შავ სიაში 8 გემი და 15-ზე მეტი ისეთი კომპანია შეიყვანა, რომლებიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსთანაა დაკავშირებული. დასახელებული სუბიექტები გლობალურ ბაზარზე ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ და თეირანს ომის საწარმოებლად ფულით ამარაგებდნენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანქცირებულ ობიექტებს შორის ჰონკონგში რეგისტრირებული Worth Seen Energy Limited-ი, დუბაიში ბაზირებული Symphony Shipping-ი და ტანკერი Flora-ც მოხვდნენ.

ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი ირანის მთავრობას სამხედრო პოტენციალის აღსადგენად ნავთობიდან შემოსავლების გაზრდის საშუალებას არ მისცემს. როგორც ირკვევა, ზოგიერთი დასახელებული კომპანია პროდუქციის მოსაპოვებლად ირანის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებდა. მაგალითად, Worth Seen Energy Limited-ი ნავთობპროდუქტებს Sepehr Energy Jahan-ის სახელით ყიდულობდა. ეს კომპანია კი ირანის გენერალური შტაბის სამხედრო ფრთის წარმომადგენელს ეკუთვნის.

საყურადღებოა, რომ შეზღუდვები დაწესდა იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონმა და თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. დასახელებული შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

ლევან ჟორჟოლიანი Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

„ევროკავშირის წევრ, თუ კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო აქვთ’’ - რამდენად ზუსტია შალვა პაპუაშვილის განცხადება?

BM.GE

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

“ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩი

BM.GE