მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა კუბაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის სამხედრო ძალები განალაგა
აშშ-მა კუბაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის სამხედრო ძალები განალაგა

აშშ-მა კუბაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის სამხედრო ძალები განალაგა

BM.GE28 მაისი, 2026, 21:40|bm.ge

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კუბაზე შესაძლო სამხედრო თავდასხმის განსახორციელებლად საჭირო ჯარები და შეიარაღება რეგიონში განათავსა. არსებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დასაწყებად პენტაგონი მხოლოდ დონალდ ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ირკვევა, კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუნძულზე სამხედრო ინტერვენციის იდეა თავად წამოაყენა. პენტაგონის მიერ კარიბის ზღვის აუზში ბოლო დღეებში მობილიზებული სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყანას დაუყოვნებლივი მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისში კარიბის ზღვაში ავიამზიდ USS Nimitz-ის დამრტყმელი ჯგუფი, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნები და კრეისერები შევიდნენ. ამასთან, კუბის საჰაერო სივრცესთან ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა და სადაზვერვო თვითმფრინავებმა მოძრაობა გაააქტიურეს.

როგორც ირკვევა, სტრატეგიული გეგმა ჰავანის ხელმძღვანელობის დაკავებას ან ზუსტ საჰაერო დარტყმებს ითვალისწინებს. ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო კამპანიის პირველი სამიზნე რაულ კასტრო იქნება. თუმცა უცნობია, იგეგმება მისი ლიკვიდაცია თუ ცოცხლად აყვანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა კიდევ ერთი ქვეყნის, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მსგავსი სპეცოპერაციით მაშინ განხორციელებულ ოპერაციაში ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი, ათობით შვეულმფრენი და სპეციალური სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • რუსული ძალები ოდესის რეგიონში საწარმოს თავს დაესხნენტვ პირველი
  • სერბეთის მოსახლეობის პოლიტიკური სურვილის რეალიზებაა ის, რა შედეგიც დადგა სერბეთში, თუმცა, გასათვალისწინებელია ჩარევები, რომელიც მიმდინარეობს გარე ძალებისგან - დავით მათიკაშვილირუსთავი 2
  • სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებშინეტგაზეთი
  • აბას არაღჩი: თუ ჩვენი მტრები კვლავ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევენ, ჩვენი პასუხი უფრო ძლიერი იქნება და თავს კიდევ უფრო დიდი ძალებით დავიცავთიმედი
ძალების →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE